"ბოხუმი" ქართულად შეუტევს - ალექსანდრე იაშვილი ნიკა გელაშვილთან მიდის

AutoSharing Option
"ბადიშე ნოიესტე ნახრიხტენის" (Badische Neueste Nachrichten) ინფორმაციით, "კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი - ალექსანდრე იაშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ბოხუმში" გააგრძელებს, სადაც უკვე თამაშობს ზესტაფონის "ზესტაფონის" ყოფილი ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი.

სწორედ იაშვილის რეკომენდაციით გადაწყვიტა გელაშვილმა "ბოხუმში" გადასვლა, ახლა კი ორივე თავდამსხმელს მხარდამხარ მოუწევს თამაში.

"ბოხუმი" "კარლსრუეს" ყოფილი კაპიტნის, ალექსანდრე იაშვილის გადაბირებას აქტიურად ცდილობს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებასაც აწარმოებს 34 წლის თავდამსხმელთან", - იუწყება გამოცემა.

თუ გერმანულ გამოცემას ვენდობით, იაშვილის წამოსვლა "კარლსრუედან" ფაქტობრივად გადაწყვეტილია, სადაც ჩვენებური 2007 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე
25 გატანილი გოლია.

თუკი ბოხუმელები მეორე ქართველ ფორვარდსაც მოურიგდებიან, მათ შეტევას ახალი სეზონიდან იაშვილი-გელაშვილის ტანდემი გააძლიერებს.

ალექსანდრე იაშვილი "ბოხუმში" ითამაშებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული