კონტრაქტს ხელი შუა კვირაში მოეწერება და მისი კონკრეტული პირობებიც გახდება ცნობილი. თუ გერმანულ გამოცემებს ვენდობით, კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მალე მიაღწიეს.
"რავიერსპორტის" (www.reviersport.de) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი ქართველი ფორვარდი ისევ მეორე ბუნდესლიგაში დარჩება და "ბოხუმს" პირველ ბუნდესლიგაში გადასვლაში დაეხმარება.
აღნიშნული გამოცემა დეტალურად გადმოსცემს 34 წლის იაშვილის გერმანულ
სულ ბუნდესლიგაში (პირველი და მეორე) ალექსანდრე იაშვილმა 412 მატჩი ჩაატარა ("ლუბეკი", "ფრაიბურგი", "კარლსრუე") და 79 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ "ბოხუმის" ღირსებას 2012 წლიდან ნიკოლოზ გელაშვილი იცავს.
იაშვილი და ბოხუმი შეთანხმდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტავი მახსოვს! მაგრამ რამდენჯერაც საქართველოს ჩემპიონატზე ვიყავი იმდენი პირველი ტაიმიდან გამოვიქეცი!!! მე ფეხბურთის ყურება მიყვარს და არა ტრიბუნებზე ჯდომა და მესიჯობა ან მზესუმზირის შთანთქვა... ეროვნულ ჩემპიონატს პოპულარიზაცია უნდა გაუკეთოს ფედერაციამ.. ათასი აქციებით, გათამაშებებით, ხოლო ჩემპიონატის დონე იმ მილიონერებმა უნდა აწიონ მუთაქებს რომ იტენიან და 24 ტირიან! ფული უნდა ჩაიდოს ქართულ ფეხბურთში და არავინ გაიქხევა აზერბაიჯანის გუნდებში სიხარულით... გადახედეთ მსოფლიოს, თუნდაც რუსულ ფეხბურთში რომ ფული ჩაიდო შედეგიც მაშინვე მიიღეს (ზენიტი, ცსკ) გინდა სიტი და ჩელსი აიღეთ...