ბუბა დაუშვილი თავისუფალი აგენტი გახდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ლვოვი", რომელიც მომავალ სეზონში უკრაინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ითამაშებს, გუნდის ქართველ ლეგიონერს, ბუბა დაუშვილს დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, გასულ ზამთარს, "ზესტაფონთან" ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ფეხბურთელმა უკრაინის პირველი ლიგის კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა მაშინვე იჯარის წესით ლვოვის "კარპატში" გადაბარგდა.

ამ ტრანსფერს "ზესტაფონის" მხრიდან პრეტენზია უმალ მოჰყვა. ზესტაფონელები ფეხბურთელსა და მის ახალ კლუბს საკომპენსაციო თანხის  გადაუხდელობის გამო შეედავნენ. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ "კარპატი" და დაუშვილი თაღლითური სქემის გამოყენებაშიც კი დაადანაშაულა.

რადგან "ლვოვი" უკრაინის პირველი ლიგიდან მეორეში დაქვეითდა, მას ლეგიონერის ყოლის უფლება
აღარ აქვს და შესაბამისად, ქართველ ნახევარმცველს უნდა შეელიოს. ამის შესახებ "ლვოვის" პრეზიდენტმა იაროსლავ გრისიომ ისაუბრა:

"ზამთარში ამ ფეხბურთელს "კარპატი" აკვირდებოდა. მათ თავიდან გადაწყვიტეს, დაუშვილი არ გაეფორმებინათ, ხოლო ჩვენ მდგომარეობით ვისარგებლეთ და მასთან კონტრაქტი დავდეთ.თუმცა შემდეგ "კარპატიში" ფეხბურთელების ტრავმების გამო საკადრო პრობლემებმა იჩინა თავი. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ისევ დაბრუნებოდნენ ქართველის ვარიანტს.

საბოლოოდ
ჩვენ დაუშვილი "კარპატიში" იჯარის წესით გავუშვით.

ამჟამად კი "ლვოვი" მეორე დივიზიონში დაქვეითდა. ამიტომ ჩვენ დაუშვილს უნდა დავემშვიდობოთ, რადგან მეორე დივიზიონში ლეგიონერების ყოლა არ შეიძლება".

მომზადებულია gazeta.lviv.ua-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონისა" და "კარპატი-დაუშვილის" სკანდალური საქმე - უკრაინული ვერსია

ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!


"ზესტაფონი" ლვოვის "კარპატის" არაფერს შეარჩენს - დავაში ფიფა ჩაერევა!


ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული