"სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მქონდა "დინამოში" დაბრუნება. კლუბიდან დამიკავშირდნენ და ეს ყურადღება ძალიან მესიამოვნა. ამ იმედად, ნალჩიკის "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი გავწყვიტე და ამის შემდეგ გითხარით, რომ მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებდი.
მაგრამ საბოლოოდ, ვერ მოვილაპარაკეთ და სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი", - ამბობს სირაძე.
30 წლის თავდამსხმელი ამჟამად უგუნდოდ არის:
"მთავარია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი და რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.
ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - ტყუილად ნურავინ ელოდება, რომ ფსევდოპატრიოტული გამოხტომებით თავს გამოვიჩენ.
ჩემზე მეტად არავის უნდოდა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქაურობა სულ მენატრება, მაგრამ ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი კარიერის შემდგომი ცხოვრებაა და ამისთვის საფუძველი წინასწარ უნდა ჩაყარო.
სამწუხაროდ, საქართველოში საინტერესო წინადადება ჯერ არ მქონია და ამიტომაც თამაშს კვლავ უცხოეთში ვაპირებ. ახლა კი ინდივიდუალურად ვემზადები და ვცდილობ, საჭირო მომენტისთვის მზად ვიყო", - გვითხრა სირაძემ.
ჩვენი სირცხვილია, საქართველოში ერთი კლუბიც ვერ გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ხეირიან წინადადებას რომ შესთავაზებდა. თუმცა ეს სამწუხარო რეალობაცაა...
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?