დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან

AutoSharing Option
"საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებ", - დავით სირაძე ამ სიტყვებს "ლელოსთან" რომ ამბობდა, თურმე, თბილისურ კლუბთან სერიოზულ მოლაპარაკებას აწარმოებდა და ჩამოსვლასაც აპირებდა, მაგრამ...

"სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მქონდა "დინამოში" დაბრუნება. კლუბიდან დამიკავშირდნენ და ეს ყურადღება ძალიან მესიამოვნა. ამ იმედად, ნალჩიკის "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი გავწყვიტე და ამის შემდეგ გითხარით, რომ მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებდი.

მაგრამ საბოლოოდ, ვერ მოვილაპარაკეთ და სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი"
, - ამბობს სირაძე.

30 წლის თავდამსხმელი ამჟამად უგუნდოდ არის:

"მთავარია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი და რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.
ახლა უკვე უკრაინულ და აზერბაიჯანულ გუნდებში მოწყობას მთავაზობენ - დასამალი არ არის, "ნეფთჩი" და "ბაკი" მიწვევენ და საკმაოდ კარგ პირობებსაც მთავაზობენ. დღე-დღეზე გადაწყდება, სად ვითამაშებ.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - ტყუილად ნურავინ ელოდება, რომ ფსევდოპატრიოტული გამოხტომებით თავს გამოვიჩენ.

ჩემზე მეტად არავის უნდოდა, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქაურობა სულ მენატრება, მაგრამ ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი კარიერის შემდგომი ცხოვრებაა და ამისთვის საფუძველი წინასწარ უნდა ჩაყარო.

სამწუხაროდ, საქართველოში საინტერესო წინადადება ჯერ არ მქონია და ამიტომაც თამაშს კვლავ უცხოეთში ვაპირებ. ახლა კი ინდივიდუალურად ვემზადები და ვცდილობ, საჭირო მომენტისთვის მზად ვიყო",
- გვითხრა სირაძემ.

ჩვენი სირცხვილია, საქართველოში ერთი კლუბიც ვერ გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ხეირიან წინადადებას რომ შესთავაზებდა. თუმცა ეს სამწუხარო რეალობაცაა...

დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიფია სამწუხაროდ იტყუება როცა საუბრობს ყველაზე დიდი ბიუჯეტი გვაქვს ამიერკავკასიაში და რუსეთის საშუალო გუნდებშიც არ არის ეგეთი ბიუჯეტიო . ყოჩაღ ბატონო რომან ტყუილებისთვის სამწუხაროდ ალბათ 10000 ლარიც არ შესთავაზეს დათოს ხელფასად.
avto
13:25 19-06-2012
0
ეეეეეეეე ფიფია შეგეთავაზებინა ცოტა ნორმალური თანხა რა :@:@:@:@ არ გინდა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს გუნდმა ? :@:@
shota-dinamo
13:45 19-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული