"ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელმა თავადაც დაადასტურა, რომ გადასვლას სერია A-ს რამდენიმე კლუბში სთავაზობდა და დაასახელა "რომა", "ჯენოა", "ფიორენტინა" და "ინტერი".
ამის თაობაზე "რომას" ვებგვერდიც იუწყებოდა და სანდოდ ამიტომაც ჩავთვალეთ. სხვა იტალიური წყაროების მტკიცებით, "ჯენოა" ჭანტურიაში 4 მილიონ ევროს იხდიდა. თავად გიორგის თქმით, "რომა" და "ინტერი" მზად იყვნენ, ტრანსფერი 5-6 მილიონ ევროდ გამოესყიდათ.
მერე უკვე ინგლისურ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ლივერპულელთა
იტალიური საიტების, milannews.it და calcionews24.com-ის სენსაციური ცნობამ - ჭანტურიათი "მილანიც" დაინტერესდა და "ჯენოასთან" ერთობლივი ტრანსფერი განახორციელებსო, განამტკიცა აზრი, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი არნემის "ვიტესში" არ დარჩებოდა.
მაგრამ "ვიტესი" ევროპის ლიგაში პლოვდივის "ლოკომოტივთან" შეხვედრისთვის ემზადება, გიორგი კი არნემელებთან ერთად ვარჯიშობს.
რეალურია თუ არა ჭანტურიას გადასვლა? ამის თაობაზე "ვიტესის" პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან და კლუბის პრესსამსახურთან დაკავშირება, სამწუხაროდ, უშედეგო გამოდგა. მაგრამ ჭანტურიაზე სატრანსფერო უფლებები ჯერ კიდევ გააჩნია საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს", საიდანაც მოთამაშე ჰოლანდიაში წავიდა.
ამიტომ კომენტარისთვის "საბურთალოს" გენერალურ დირექტორს, კახა ჭუმბურიძეს დავუკავშირდით:
"გიორგი ნიჭიერი მოთამაშეა და მის მიმართ ცნობილი კლუბების დაინტერესება არ გამიკვირდება. მაგრამ სანამ ჰოლანდიელებთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ და კონტრაქტს ხელი არ მოეწერება, მანამდე ჭანტურიას სხვაგან გადასვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება.
ის ახლა "ვიტესს" სჭირდება და გუნდს ევროპის ლიგაზე დაეხმარება".
ჭანტურია ვიტესიდან ჯერ არ მიდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია "ლივერპულის" ხუთკაციან სიაშია
გიორგი დევდარიანი: რატომ არ შეიძლება, გიორგი ჭანტურიასაც მიეცეს შანსი?
გიორგი ჭანტურია ადასტურებს: დიახ, მილანის "ინტერი" მიწვევს!