ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენიას თამაშის ორი წლის წინანდელი ჩანაწერები ვნახე

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ 20 ივლისს, კლუბის ბაზაზე გამართული გუნდის ღია ვარჯიშის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი გუნდში ლევან ყენიას მომავალს ეხებოდა.

"ზენიტი" რუსეთის ჩემპიონატის 2012/2013 წლების სეზონის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 22 ივლისს პერმის "ამკართან" გამართავს.

მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა ლევან ყენიამაც, რისი თქმის საფუძველსაც კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები გვაძლევს.
Sportall.Ge
შეგახსენებთ, გელზენკირხენის "შალკესთან" გამომშვიდობების შემდეგ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონთა გუნდში გამოჩნდა, მასთან ერთად პორტუგალიურ შეკრებაზეც იმყოფებოდა და რამდენიმე საკონტროლო მატჩშიც ითამაშა, თუმცა კლუბთან
კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად აქამდე არ გამოცხადებულა.

"ვნახე რამდენიმე კასეტა, სადაც ლევან ყენიას ორი წლის წინანდელი თამაშების ჩანაწერები იყო და გარკვეული წარმოდგენა ამ ფეხბურთელზე შემექმნა.

ახლა ჩემს აზრს კლუბის ხელმძღვანელობას მივაწვდი"
, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლევან ყენიამ "ზენიტთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ პორტუგალიაში გააფორმა
ლუჩანო სპალეტი: "ზენიტს" მხოლოდ ნანი და ჰალკი თუ გააძლიერებენ
ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ...
ლევან ყენია: ტრავმა უკვალოდ გაქრა და მიხარია, რომ "ზენიტში" ვარ!
რუსებმა ლევან ყენიაზე წერა დაიწყეს: ქართველი ტალანტის პლუს-მინუსი
ლევან ყენიას რუსები აყოვნებენ
რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული