ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა football.ua-მ უკრაინის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც "კრივბასის" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ  ჯაბამ "ჩერნომორეცთან" შეხვედრაში გოლი გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა (იხილეთ ვიდეო).

football.ua-მ ქართველ ფეხბურთელს ადგილი ნახევარდაცვის ცენტრში მიუჩინა.

აი, როგორ დაახასიათა უკრაინულმა გამოცემამ ჩვენებური:

"ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრში უდიდესი სამუშაო ჩაატარა და პარტნიორებთან ერთად მეტოქის ნახევარდაცვა მთლიანად დაჯაბნა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ კანკავა გახდა გამარჯვების გოლის ავტორი".

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: სეზონი ხურდება, ქ
ართველებმა გატანა დაიწყეს

ჯაბა კანკავა: მწვრთნელს ჩემთვის მადლობა არ გადაუხდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული