დავით სირაძემ "ენისეის" გაუტანა, მაგრამ ნალჩიკის "სპარტაკს" ვერ უშველა

AutoSharing Option
13 აგვისტოს, რუსეთის პირველი დივიზიონის მე-5 ტურში ნალჩიკის "სპარტაკმა" სტუმრად "ენისეისთან" 1:3 წააგო.

ყაბარდოული გუნდის ჩვენებური ფორვარდი დავით სირაძე მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში და 65-ე წუთზე, როცა "სპარტაკი" 0:2-ს აგებდა, ერთი ბურთი გაქვითა - ეს სირაძის პირველი გოლია ამ სეზონში.

ნალჩიკელთა კიდევ ერთი ქართველი, გუჯა რუხაია, სირაძის დარად, 46-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

"ნალჩიკს" ფინანსურად მაინცდამაინც არ ულხინს და სავარაუდოდ, ამ სეზონში პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის ვერ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ უსახსრობის გამო სათუო იყო, ამ სეზონში სირაძე დარჩებოდა თუ არა ყაბარდოულ გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული