საიტის ცნობით, "დნიპროს" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის დახმარება "სლოვანთან", ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის დასჭირდა, რომელიც 30 აგვისტოს, დნეპრ-არენაზე უნდა გაიმართოს.
"უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში ჯაბამ უკვე 2 გოლის გატანა მოასწრო, რაც კრივოიროგელთა გუნდის მთლიანი მონაგრის ნახევარია.
ჯაბა კანკავას "დნიპროში" დაბრუნება, პირველ რიგში, გუნდში კადრების მწვავე დეფიციტითაა განპირობებული, რაზეც ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელი ხუანდე რამოსიც მიანიშნებდა.
შეგახსენებთ, რომ "ვოლინთან" შეხვედრის დროს რამოსის განკარგულებაში, შვიდის
სავარაუდოდ, ჯაბა კანკავა უკვე 29 აგვისტოს, "დნეპრის" ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს", - წერს საიტი.
ჯაბა კანკავა "დნიპროს" ფეხბურთელი 2007 წლიდანაა, 2010 წლის ბოლოდან კი "კრივბასში" იჯარის წესით გადავიდა, სადაც ბოლო დრომდე თამაშობდა.
უკრაინის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ "დნიპროს" 17 ქულა აქვს და ცხრილში მესამე ადგილს, დონეცკის "შახტარისა" (21 ქულა) და კიევის "დინამოს" (18) შემდეგ იკავებს.
დნეპროპეტროვსკის კლუბის საკუთრებაა და ასევე "კრივბასში" იჯარით თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე.
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ბელორუს-ესპანეთთან მატჩებისთვის ნაკრების შედგენა დაიწყო
ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ყოჩაღ, ჯაბა კანკავა! - ბურთის ართმევაში ქართველს უკრაინაში ვერავინ შეედრება