დნიპროპეტროვსკის "დნიპრო" სანდრო კობახიძის დაბრუნებაზეც ფიქრობს

AutoSharing Option
დნიპროპეტროვსკის "დნიპრო", რომელიც საკადრო პრობლემების გამო სხვადასხვა უკრაინულ გუნდში იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებს იბრუნებს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის - ალექსანდრე კობახიძის უკან წაყვანასაც ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს, უკრაინულ საიტებზე გავრცელებული ცნობით, ხუანდე რამოსმა გუნდში უკვე დააბრუნა კრივოი როგის "კრივბასში" იჯარით მყოფი ჯაბა კანკავა.

კიევის "არსენალში" იჯარით მოთამაშე სანდრო კობახიძის "დნიპროში" დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.

კობახიძე "დნიპროში" 2008 წელს ჩაირიცხა, 2009-2011 წლებში "კრივბასში" თამაშობდა, ბოლოს კი კიეველი "მეთოფეების" გუნდის ღირსებას იცავდა.

უკრაინის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ "დნიპროს" 17 ქულა
აქვს და ცხრილში მესამე ადგილს, დონეცკის "შახტარისა" (21 ქულა) და კიევის "დინამოს" (18) შემდეგ იკავებს.

ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავა სასწრაფოდ დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" გამოიძახეს
თემურ ქეცბაიამ ბელორუს-ესპანეთთან მატჩებისთვის ნაკრების შედგენა დაიწყო
ua-football: კიევის "არსენალი" სანდრო კობახიძის გარეშე წარმოუდგენელია
სანდრო კობახიძე მილიონერებშია, გურამ კაშია კიდევ გაძვირდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული