აბაიომი ოვონიკოკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ისევ მინდა

AutoSharing Option
აბაიომი სეუნ ოვონიკოკო უკრაინაშია და ლუცკის "ვოლინში" გააგრძელებს კარიერას.

"გაგრას" ვებგვერდის ცნობით, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ახალგაზრდული "ვოლინის" დამრიგებელი და სელექციონერი ანატოლი პისკოვეცი ტრანსფერით გახარებულია, რადგან მან კარგად იცის, 19 წლის თავდამსხმელს რამხელა პოტენციალი გააჩნია და კლუბს როგორ წაადგება.

აღსანიშნავია, რომ ლუცკელებმა ქართული პასპორტის მქონე ოვონიკოკოს გამო ბრაზილიელი ფორვარდი შუმახერი გაუშვეს.

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან "ვოლინის" მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი დემიანენკომ პირველი კომენტარი გააკეთა:
"ჩემი თანაშემწე ვიკტორ მოროზი თბილ
ისში იმყოფებოდა, რათა ოვო
ნიკოკოს თამაში ეხილა.

ახლა ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს. ჩვენ ის ერთწლიანი იჯარით ავიყვანეთ.

აბაიომი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული თავდამსხმელია და იმედი მაქვს, რომ კლუბს ძალიან მალე შეეწყობა".

ჩვენ თავად ფეხბურთელთანაც მოვახერხეთ დალაპარაკება:

- "ვოლინის" ძირითად შემადგენლობაში ვარჯიშობ თუ პისკოვეცთან ახალგაზრდებში?
- ძირითადში ვარ და მწვრთნელმა და გუნდელებმა კარგად მიმიღეს. პისკოვეცი ცდილობს, ადაპტაცია გამიადვილოს. მისი მადლიერი ვარ. ახლა კიდევ ერთხელ შემიწყო ხელი, მაღალ დონეზე რომ ვითამაშო.

- როგორც იქნა, საქართველოდან უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლა მოახერხე.
- ამით ძალიან გახარებული ვარ. წინადადებები ადრეც იყო, მაგრამ საფრანგეთსა და ბელგიაში არ შემიშვეს.

- საქართველოს ნაკრებში თამაშზე კვლავ ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვითამაშებდი. საქართველომ, "გაგრამ" და მისმა ხელმძღვანელობამ იმდენი შემძინა, ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ.

"გაგრას" პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე რომ არა, ვერც უცხოეთში ვითამაშებდი და ჩემს არსებობას ვერავინ შეიტყობდა.

ხელი შემიწყო "ზესტაფონმაც", ტრავმის შემდეგ მენდო და თავდაჯერებულობა დამიბრუნა.

- უკრაინის ჩემპიონატში ჩვენსაზე ბევრად უფრო მეტი ფიზიკური მომზადება და გამძლეობა დაგჭირდება, ვიდრე საქართველოში.
- არა მგონია, ამ კუთხით პრობლემა შემექმნას, რადგან აფრიკელებს ფიზიკურად არ გვიჭირს. წასვლამდე კარგად ამიხსნეს, რა დონის პირველობაზე მომიწევდა თამაში.

ველაპარაკე პისკოვეცს, რომელიც ისეთ ნიუანსებს მიხსნის, რაც აუცილებლად გამომადგება.

სულ ოთხი დღეა, რაც ლუცკში ჩამოვედი. ამის მიუხედავად, განსხვავებას ვხედავ. ვარჯიშზე ბურთს იოლად ვერ მიიღებ, უკრაინელები ხისტად თამაშობენ და ვგრძნობ, აქ თავის დამკვიდრება ადვილი არ იქნება, მაგრამ ძირითადში მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებ - ეს ხომ ჩემი შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული