26 წლის ნახევარმცველმა "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ კონკრეტულად რუსეთის პრემიერლიგის ვლადიკავკაზის "ალანია" დაასახელა.
6 სექტემბერს "ალანიას" ვებგვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ გრიგალაშვილმა ვლადიკავკაზელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბის პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა "ალანიაში" "დილას" ყოფილი მეტოქის, ფამაგუსტას "ანორთოსისის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, კოლუმბიელი რიკარდო ლაბორდეც დაიმატა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" მათე ვაწაძის შემდეგ შოთა გრიგალაშვილმაც დატოვა