პროფესიის, ეროვნების, სარწმუნოების მიუხედავად, უმრავლესობის პოზიცია ცალსახაა - ის, რაც ტელეეთერით ვიხილეთ, ქვეყნის სირცხვილია.
პოზიცია სპორტსმენებმაც გამოხატეს. საქართველოს ნაკრების წევრი, რუსეთის "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი "ლელოს" დაუკავშირდა და პოზიცია დააფიქსირა:
- რაც მე კადრებში ვიხილე, ნორმალური ადამიანის წარმოდგენას სცილდება.
აქამდეც მესმოდა, რომ საპატიმროებში მსგავსი საზიზღრობები ხდებოდა, მაგრამ ნანახმა შოკში ჩამაგდო. ასეთ რამეს ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში არ სჩადიოდნენ. ვინ არის პასუხისმგებელი, მხოლოდ მინისტრი და სხვა არავინ? ეს უკვე არის
...გუნდში მეკითხებიან, რა ხდება საქართველოში, ეს რა უბედურება გჭირთო. გარეთ გასვლა მეზარება, არ მინდა, კიდევ ვინმემ იგივე მკითხოს.
პოლიტიკით არასოდეს დავინტერესებულვარ, ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი, მაგრამ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას: ახლა ჩვენ ყველანი აღშფოთებულები ვართ. ასე გაგრძელება არ შეიძლება.
მე ფეხბურთელი ვარ და პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რაც ხდება, ეს პოლიტიკა აღარ არის და ჩვენს ღირსებასა და ქვეყნის მომავალს ეხება. თავს უფლება ამიტომაც მივეცი, რომ ამ თემაზე მელაპარაკა.
- ითქვა, რომ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძის მონახულება სურთ...
- ფეხბურთელებზე ხშირად ამბობენ, ხმას არ იღებენო. მაგალითად სწორედ დემეტრაძის დაკავება მოჰყავთ. ამ დროს ყოველთვის ვამბობდით, რომ გიორგის გათავისუფლებას ვემხრობოდით და ეს არასოდეს დაგვიმალავს.
იგივეს ვიტყვი კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩთან დაკავშირებითაც: კახა დიდი ფეხბურთელი იყო და მან გაცილების საღამო თავად კი არ უნდა მოაწყოს, საქართველომ უნდა უძღვნას. თუ სურვილი ექნება, ამ მატჩში მეც სიამოვნებით ვითამაშებ.
ჩვენ ბევრი არ გვყოლია დიდი ფეხბურთელი და ვისაც ხალხი გაუხარებია, ამ ქვეყნის შვილობა საამაყო გაუხდია, იმათ თუ არ მოვეფერეთ და არ დავაფასეთ, სხვაც არ დაგვაფასებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შეუშვებენ ცნობილ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძესთან?
ლაშა სალუქვაძე: ის, რაც ვნახეთ, ქართველობის გათელვა და მიფურთხებაა
ალექსანდრე იაშვილი: ყველა უნდა დაისაჯოს, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე
ზაზა ფაჩულია: ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თანავუგრძნობ პატიმართა ოჯახებს
"ბორჯღალოსნების" განცხადება წამების ფაქტებთან დაკავშირებით
ირაკლი სირბილაძე: დროა, მთელი საქართველო გამოვიდეს და ფეხზე დადგეს სამართლის დასაცავად
თორნიკე ოქრიაშვილი: სულით და გულით ვუდგავარ ჩემს ქვეყანას გვერდში!!!
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს
აბსოლიტურა არ გეთანხმები ამისულა. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც ყველამ იცის.