"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!" - სოლიდარობა პატიმრებს

AutoSharing Option
სოციალური ქსელების მეშვეობით უცხოეთში მოთამაშე ქართველმა სპორტსმენებმა პატიმრებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გლდანის საპატიმროში მომხდარ ფაქტებს ლადო დვალიშვილი ასეთი სტატუსით აპროტესტებს:
"პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ!"

გურამ კაშია:
"ძალიან გავვოცდი ამ ორი დღის განმავლობაში მომხდარი ამბებით! თბილისში რომ ვიყო, აქციაზე გავიდოდი! პოლიტიკა კი ყველაზე დიდი სიბინძურეა და მეზიზღება!"

დავით თარგამაძე:
"დღევანდელი შემზარავი კადრების შემდეგ მე, როგორც ფეხბურთელი დავით თარგამაძე, ვიზიარებ იმ პატიმრების სულიერ ტკივილს.

მინდა, რომ საქართველოში ვიყო და გავიზიარო იმ ხალხთან ერთად საქართველოს გულისტკივილი. უფალმა გაგაძლიეროთ!!!"


გიორგი ჭანტურია:
"ფეისბუქი" გაუქმებული მქონდა და არ მინდოდა აღდგენა, მაგრამ რაც მე ჩემი თვალით ვნახე ამ 2 დღის განმავლობაში, ეს რა საშინელებებიც ხდება ციხეებში და რეებსაც უკეთებენ პატიმრებს, არ შემე
ძლო, რომ რამე განცხადება არ გამეკეთებინა!

ჩემს სიცოცხლეში არასდროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში და არასდროს არცერთი პარტიისთვის მხარი არ დამიჭერია...

ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი... ყველას ჰყავს პატიმარი და ყველამ ვიცოდით, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ყველაფერს შენი თვალით ნახავ, უფრო რწმუნდები ადამიანი!!!

არ დავიწყებ გინებას და ლანძღვას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას სჩადიოდა. ღმერთი ყველაფერს ხედავს და ერთი ათად გადაეხდებათ.

ძალიან, მთელი სულით და გულით მინდა ახლა თბილისში ვიყო და აქციაზე ვიდგე ჩემს მეგობრებთან ერთად.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხმამაღლა არასდროს დამიფიქსირებია ჩემი აზრი პოლიტიკასთან დაკავშირებით!!! მაგრამ ახლა 100%-ით ვუჭერ მხარს "ქართულ ოცნებას"!!!

ვიტო კოლელიშვილი:
"აღსდექ საქართველოვ!"

ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე: ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
maxo მარტო ლადო არაა მაგდღეში სამწუხაროდ!!!მაგრამ მაინც მადლობა რომ ხმამაღლა დააფიქსირეს მათი აზრი.
zaza sigu
10:43 21-09-2012
0
ლადო პირველად იმიტომ შეგრცხვა რომ საქართველოს ისტორია არ იცი არც ახალი ისტორია იცი რომ გცოდნოდა ქართველები რას აკეთებენ ევროპაში და თუნდაც საქართველოსი ამას არ იტყოდი.
maxo
20:13 20-09-2012
0

სიახლეები პოპულარული