ხუანდე რამოსი: ჯაბა კანკავა კიევის "დინამოსთან" ძალიან სასარგებლო იყო

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-11 ტურში დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" კიევის "დინამოს" 2:1 სძლია. მასპინძელთა გუნდში შეხვედრა სრულად ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომლის კარგი თამაში მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სალაპარაკო გახდა.

აღსანიშნავია, რომ "დნიპროს" მთავარ მწვრთნელ ხუანდე რამოსს კანკავასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა საგანგებოდ სთხოვეს.

"მატჩი ბრწყინვალე გამოვიდა - თამაშობდნენ გუნდები, რომლებიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან.

ვფიქრობ, ეს გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. ახლა სანაკრებო მატჩებია და ამ პერიოდს დასვენებისა და აღდგენისთვის გამოვიყენებთ. ამასთან, დაველოდებით ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების დაბრუნებას.

რაც შეეხება კანკავას თამაშს, ის კარგად გაისარჯა - ისევე,
როგორც მთლიანად გუნდი. ვფიქრობ, კოლექტიური სამუშაო უნდა შევაფასოთ და არა ინდივიდუალური.

გუნდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ჯაბამაც, პირადად, ამ თამაშში გუნდს უდიდესი სარგებელი მოუტანა".

უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ტურის შემდეგ "დნიპრო" მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ დონეცკის "შახტარს" 9 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი: უსიამოვნო სურათი სანაკრებო ბატალიების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული