შეგახსენებთ, რომ ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდართან" კონტრაქტი ივნისში გაწყვიტა, რაც დიდი სიურპრიზი იყო - რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო მოთამაშემ კლუბი მთავარ მწვრთნელთან, სლავოლიუბ მუსლინთან კონფლიქტის გამო დატოვა.
მაშინ იყო ინფორმაცია, რომ მარცვალაძეს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" დაბრუნებას სთავაზობდნენ. უკლუბოდ დარჩენილი თავისუფალი აგენტით დაინტერესება "ვოლგას" მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმაც დაადასტურა, მაგრამ ნიჟნელთა თავკაცები შ
მერე რუსული პრესა ამტკიცებდა, რომ ქართველ ლეგიონერს რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ სარანსკის "მორდოვიაში" გადასვლას და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაზე" 3-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდნენ.
არასწორი გამოდგა რუსული მედიის ის ვარაუდიც, რომ ოთარს მოსკოვის ოლქის "ხიმკის" მთავარ მწვრთნელად დანიშნული ომარ თეთრაძე მიიწვევდა - ახალგაზრდა მწვრთნელს მუშაობა არ აცალეს და მალე გაათავისუფლეს.
სამწუხაროდ, ოთარ მარცვალაძე ახალ წლამდე ვერ ითამაშებს. "კრასნოდარი" საკმაოდ უტაქტოდ მოექცა, რადგან კონტრაქტი იმ დროს გაუწყვიტა, როდესაც 27 წლის თავდამსხმელს საზარდული აწუხებდა.
ოთარმა ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და ახალ კლუბში ახალი წლის შემდეგ თუ ჩაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტის დაწესებას აპირებენ. 1 დეკემბერს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის სხდომაზე ინგლისურ მოდელს განიხილავენ, რომლის თანახმადაც, კლუბს განაცხადში მაქსიმუმ 7 ლეგიონერის შეყვანის უფლება ექნება.
საამისოდ კი, უცხოელმა წინა სეზონში კლუბის შემადგენლობაში შეხვედრათა 70 პროცენტი უნდა ჩაატაროს, ხოლო ეროვნულ ნაკრებში - შესარჩევ ციკლში მატჩების 70 პროცენტი. თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკამყოფილებს, გუნდი ვალდებულია, რუსეთის საფეხბურთო კავშირს 2 მილიონი რუბლი (დაახლოებით 63 700 დოლარი) გადაუხადოს. ოთარს კი პროცენტები არც კლუბში უგროვდება და არც ნაკრებში.
თუმცა, საეჭვოა, მარცვალაძეს პრემიერლიგის კლუბში მოხვედრა გაუჭირდეს, რადგან რუსეთში საკმაოდ კარგი სახელი აქვს და ვეჭვობთ, დაინტერესებულ კლუბს განაცხადში ოთარის შესაყვანად 63 700 დოლარის გადახდა დაენანოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძე: უარესიც ხდება, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება...
უგუნდოდ მყოფ ოთარ მარცვალაძეს ტომსკის "ტომი" ეპატიჟება
გაჯი გაჯიევი: მინდა, ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი: ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა!
ოთარ მარცვალაძე რუსეთში აღიარეს - "ასეთი რამ ფეხბურთში იშვიათად ხდება!"
ლეგიონის უქმეები: სანდრო კობახიძისა და ოთარ მარცვალაძის გოლები [+VIDEO]