სანდრო კობახიძის სუპერგოლი და ლეგიონის არნახული პროგრესი [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
სანდრო კობახიძე, ლევან ყენია, გურამ კაშია, ლადო დვალიშვილი, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი ალავერდაშვილი - ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც გასულ უქმეებზე საკუთარი კლუბების შემადგენლობაში გოლი გაიტანეს.

განვლილი შაბათ-კვირა მხოლოდ მათთვის არ ყოფილა წარმატებული. ჩვენი თანამემამულეებისთვის პოზიტიური ფაქტები სხვა მატჩებშიც მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენი ლეგიონერებისგან მსგავსი შედეგიანობით დიდი ხანია, აღარ ვართ განებივრებულები და იმედს დავიტოვებთ, რომ სულ მალე მსგავსი მონაგარი არა იშვიათობა, არამედ კანონზომიერება გახდება.

* * *
დავიწყოთ უკრაინით, სადაც ერთპიროვნული ლიდერის, დონეცკის "შახტარის" 15-მატჩიანი (!) გამარჯვებათა
სერია კიევის "არსენალმა" შეწყვიტა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სანდრო კობახიძემ, რომელმაც შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შორეული ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა (იხილეთ ვიდეო).

Sportall.Geმოედანი უგოლოდ არც ამჯერად დაუტოვებია ლევან ყენიას, რომელმაც 65-ე წუთზე "ვოლინის" კარი დალაშქრა და კობახიძის მსგავსად, ანგარიში მანაც 2:0 გახადა (იხილეთ ვიდეო).

რაღა თქმა უნდა, ყენიას ასეთი პროგრესი მეტად პოზიტიური ფაქტია.

"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისი გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი მხოლოდ დაცვაში საიმედო თამაშით კი არა, გოლითაც შეიტანა.

საქართველოს ნაკრების მცველმა თავი 46-ე წუთზე გამოიჩინა და არნემელები 2:1 დააწინაურა, საბოლოოდ კი "ვიტესმა" მოედანზე 8 კაცის ამარა დარჩენილი "ნეიმეგენი" 4:1 გაანადგურა.

ლადო დვალიშვილმა კი, რომელიც გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ეგვიპტესთან ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდა, "პოლონიას" ქულა გადაურჩინა.

მან "გორნიკის" კარი 56-ე წუთზე დალაშქრა, ანგარიში 1:1 გახადა და ეს შეხვედრა ასევე დასრულდა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი "ინტერი", რომელმაც პრემიერლიგის გასულ ტურში "თურანს" 2:0 სძლია, 55-ე წუთზე კი ბაჩანა ცხადაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლიტვური "ბანგას" ფორვარდმა გიორგი ალავერდაშვილმა 87-ე წუთზე "შაულაის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა - "ბანგამ" 2:1 მოიგო.

ნიკოლოზ გელაშვილი კვლავ არ ჩანს "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადში, ლევან მჭედლიძე კი რამდენიმეტურიანი პაუზის შემდეგ "ემპოლის" რიგებში გამოჩნდა.

"ალSportall.Geანიას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა შოთა გრიგალაშვილი ძირითადი შემადგენლობიდან სათადარიგო სკამზე გაამწესა, თუმცა შეცვლაზე თამაშის საშუალება მაინც მისცა.

სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა ფრანგული "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძემ.

მისმა გუნდმა საფრანგეთის თასის ადრეულ ეტაპზე სტუმრად "ობერვილი" 3:0 გაანადგურა, ქართველმა კიპერმა კი, როგორც ანგარიშიდან ხედავთ, კარი მშრალად შეინახა.

შოთა არველაძემ "ქაშიმფაშას" თავისი ხელი აშკარად დაატყო - თურქული სუპერლიგის ბოლო ოთხ მატჩში მისმა გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა (შუალედში ერთი ფრე იყო) და მესამე ადგილზე აღზევდა. "ქაშიმფაშამ" სტუმრად "აქჰისარს" 2:0 სძლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველას ვულოცავ...განსაკუთრებით ყენიას
ეს ბიჭი ნელნელა უბრუნდება ფორმას..
ყოჩაღ ბიჭებო ასე გავაგრძელოთ....
rezo
11:51 19-11-2012
0
კარგია კარგია
0

სიახლეები პოპულარული