აზერბაიჯანში ქართველი ლეგიონერები ლიდერობენ

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა გოლი და მათ შორის ბაჩანა ცხადაძეცაა. მისმა "ინტერმა" აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში "თურანს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, ქართველმა თავდამსხმელმა კი თავი 55-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა.

"ინტერის" შემადგენლობაში გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ცხადაძე ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო რევაზ თევდორაძე და ვალერი აბრამიძე სათადარიგოები იყვნენ.

ორმა ქართველმა ითამაშა "თურანის" რიგებში - ირაკლი ბერაია და ნუგზარ კვირტია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ.

კახა ცხადაძის "ინტერი" პრემიერლიგას 23 ქულით ლიდერობს, ბაქოელებს კი
20 ქულით ზაქათალის "სიმურგი" მოსდევს, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის. "სიმურგმა" გასულ ტურში "ყარაბახთან" 1:2 წააგო.

"იმის მიუხედავად, რომ დისკვალიფიკაციის გამო ოთხი ფეხბურთელი, მათ შორის, სამი მცველი გვაკლდა, მაინც უაზროდ დავმარცხდით. ბევრი უხეში შეცდომა დავუშვით, რაც მეტოქემ არ გვაპატია", - განაცხადა ნამატჩევს ჩიხრაძემ.

გიორგი ფოფხაძის "ბაქიმ" შინ ლენქორანის "ხაზარს" 2:1 სძლია. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

ალექსანდრე ამისულაშვილი "კრასნოდარის" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა, ნუკრი რევიშვილი კი, სამწუხაროდ, არათუ რეზერვში, არამედ განაცხადშიც არ გამოჩენილა.

"კრასნოდარმა" რუსეთის პრემიერლიგის საშინაო შეხვედრაში 3:0 გაანადგურა გროზნოს "ტერეკი", საქართველოს ნაკრების მცველმა კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სანდრო კობახიძის სუპერგოლი და ლეგიონის არნახული პროგრესი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული