აზერბაიჯანის თასზე ქართველების გაწვრთნილი გუნდები მეოთხედფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
28 ნოემბერს აზერბაიჯანის თასის მერვედფინალური მატჩები ჩატარდა და ქართველი მწვრთნელების დამოძღვრილმა ორივე გუნდმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა: კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბაქოს "ინტერმა" სტუმრად თანაქალაქელ "მოიკ"-ს 3:0 მოუგო, ხოლო გიორგი ჩიხრაძის ზაქათალის "სიმურგმა" ასევე გასვლაზე ბაქოს "აზალს" 1:0 აჯობა.

მეოთხედფინალები მომავალი წლის თებერვალსა და მარტში ჩატარდება და "ინტერი" თანაქალაქელ "ბაქის" დაუპირისპირდება, "სიმურგი" კი - "ნეფთჩის".

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილზე სწორედ "ინტერი" და "სიმურგი" იმყოფებიან და ისიც სასიხარულოა, რომ ქართველი მწვრთნელების წარმატებულ საქმიანობას მათი აზერბაიჯანელი კოლეგებიც ამჩნევენ.

ამის დასტურად
მერვედფინალური მატჩის შემდგომ გაკეთებული მწვრთნელების კომენტარებიც გამოდგება, აზერბაიჯანულ ვებგვერდ "აზერისპორტზე" რომ გამოქვეყნდა:

ვაგიფ სადიხოვი ("აზალის" მთავარი მწვრთნელი): "სიმურგმა" ამ მატჩშიც დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ ლიდერობს ჩემპიონატს".

ნამიკ ადილოვი ("მოიკის" მთავარი მწვრთნელი): "ინტერი" ძლიერი მოწინააღმდეგეა და დღევანდელმა შეხვედრამაც ნათლად გამოაჩინა მეტოქეებს შორის კლასში სხვაობა. მიმაჩნია, რომ კახა ცხადაძე აზერბაიჯანში მომუშავე უცხოელ მწვრთნელებს შორის უძლიერესია. "ინტერში" მისი მუშაობა ამის ნათელი დადასტურებაა".

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მომდევნო ტური კვირას, 2 დეკემბერს ჩატარდება: "ინტერი" ბაქოს "რევანს" უმასპინძლებს, "სიმურგს" კი სტუმრად ელოდება მატჩი "სუმგაითთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაჩანა ცხადაძე: ჩვენი ამოცანა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული