თუმცა, ნალჩიკელებმა მეტოქეებზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარეს და თუ ის მოიგეს, მე-5 ადგილზე დაწინაურება შეუძლიათ - ლიგაში ასეთი დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა.
ინტერნეტ-გამოცემა "ონდივიზიონმა" პირველ წრეში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და მათ შორის დავით სირაძეც გამოარჩია.
"ამჟამად კლუბის საუკეთესო მოთამაშეები არიან მარატ შოგენოვი, მიოდრაგ ჯუროვიჩი და დავით სირაძე... ქართველი
სეზონის დასაწყისში რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო, მაგრამ მერე სწორედ იმ დროს უმატებდა, როდესაც ეს გუნდს განსაკუთრებით სჭირდებოდა.
გამოცდილების ხარჯზე თამაშს კითხულობს, შეუძლია ძალიან გონივრული გადაცემის გაკეთებაც და მეტოქის კარის აღებაც" - წერს "ონდივიზიონი".
32 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 20 შეხვედრიდან 15 ითამაშა, აქედან 12-ჯერ ძირითადში დაიწყო და 3 გოლი მიითვალა. ელგუჯა რუხაიამ კი 17 მატჩში (ძირითადში 12 შეხვედრა) მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"