თვალსაზრისი: "შალ­კე" დარ­ჩა ცალ­კე

AutoSharing Option
გულ­სა და სულს უხა­რია, ლე­ვან ყე­ნი­ამ ლვო­ვის "კარ­პა­ტი­ში" ფე­ხი მყა­რად რომ მო­ი­კი­და.

აქ უკ­ვე აღარ აქვს იმას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ყე­ნი­ას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხარ თუ არა, რად­გან ის არას­დ­როს ყო­ფი­ლა მო­ე­დან­ზე უბ­რა­ლო ჯა­რის­კა­ცი, ის ყო­ველ­თ­ვის მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის იარა­ღი იყო წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის.

ყე­ნი­ას სა­ნა­ხა­ვად ქო­მა­გი თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივ­ზე" მატ­ჩებ­ზე და­დი­ო­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფეხ­ბურ­თელ­მა დე­და­ქა­ლაქ­ში გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სტა­დი­ონ­ზე მი­იყ­ვა­ნოს - ეს დი­დი საქ­მეა, ვინ­ძ­ლო უფ­რო მე­ტიც, ვიდ­რე სა­ჩემ­პი­ო­ნო ოქ­რო თუ ნა­ირ­გ­ვა­რი თა­სები.

მედ­ლე­ბი კარ­გია, მაგ­რამ მა­ინც სტა­ტის­ტი­კა­ში გა­დის; ხო­ლო ის, რა­საც ყე­ნია ქარ­თულ სტა­დი­ო­ნებ­ზე აკე­თებ­და, სულ სხვა რა­მეა
- ამის დათ­ვ­ლა, აწონ­ვა თუ გა­ზომ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ფეხ­ბურ­თის ხიბ­ლიც ამა­შია - მთა­ვა­რი შე­დე­გია, მაგ­რამ არის კი­დევ რა­ღაც, რაც ხან­და­ხან შე­დეგ­ზე უფ­რო სა­ნატ­რე­ლი და ამა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლია.

ყე­ნი­ას გზა სა­ინ­ტე­რე­სო, უც­ნა­უ­რი და დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვ­ლამ­დე. თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი­დან" ფეხ­ბურ­თე­ლი გელ­ზენ­კირ­ხე­ნის "შალ­კე­ში" გა­და­ვი­და - დი­დი ნახ­ტო­მი გა­მო­ვი­და.

ყე­ნი­ამ მა­ნამ­დე თა­ვი სა­ნაკ­რე­ბო შეხ­ვედ­რებ­შიც გა­მო­ი­ჩი­ნა, კლა­უს ტოპ­მი­ო­ლე­რის მწვრთნე­ლო­ბი­სას სა­ქარ­თ­ვე­ლომ თბი­ლის­ში შოტ­ლან­დი­ას რომ მო­უ­გო, ამ ფეხ­ბურ­თე­ლის დი­ა­პა­ზო­ნიც კარ­გად გა­მოჩ­ნ­და.

ბუნ­დეს­ლი­გა კი რთუ­ლია. და­ვით თარ­გა­მა­ძე­საც მო­უ­წია დი­დი ნახ­ტო­მის გა­კე­თე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან "ფრა­ი­ბურ­გ­ში" მი­ვი­და, "A-იუგენ­დ­ლი­გა­ში" ჩი­ნე­ბუ­ლად ითა­მა­შა, მაგ­რამ მის­თ­ვის მა­ინც ნა­ად­რე­ვი გა­მოდ­გა ევ­რო­პის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ლი­გა.

თარ­გა­მა­ძე­მაც გერ­მა­ნი­ის მე­რე უკ­რა­ი­ნას მი­ა­შუ­რა და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის საკ­ვან­ძო ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

გინ­და თუ არ გინ­და, ძველ კავ­ში­რებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებს ვერ გა­ა­ნუ­ლებ. სა­ქარ­თ­ვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ად­რე ერთ ქვე­ყა­ნა­ში შე­დი­ოდ­ნენ, ერ­თად ყოფ­ნის სა­მოც­და­ა­თი­ო­დე წე­ლი კი ცო­ტა არ არის. კა­ხა კა­ლა­ძე­მაც უკ­რა­ი­ნი­დან და­იწყო გზა ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის­კენ. უკ­რა­ი­ნა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თ­ვის კარგ პარ­ტ­ნი­ო­რად იქ­ცა. ყე­ნი­ა­საც "შალ­კე­დან" იქ მო­უ­წია წას­ვ­ლა და ფეხ­ზე დად­გო­მა.

2012 წე­ლი ყე­ნი­ას­თ­ვის თით­ქოს გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნ­და. "შალ­კეს­თან" კონ­ტ­რაქ­ტი და­უმ­თავ­რ­და. მე­რე იყო მი­სი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა, სა­ნამ თე­მურ ქეც­ბაია იქ­ნე­ბა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ გუნ­დ­ში არ ვი­თა­მა­შე­ბო (იხილეთ ვრცლად).

ყე­ნი­ამ ამის მე­რე ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში ითა­მა­შა, შემ­დეგ სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის "ზე­ნიტ­ში" მი­ვი­და, წინას­წარ კონ­ტ­რაქტს მო­ა­წე­რა ხე­ლი, მაგ­რამ "ზენი­ტი­სა" და ყე­ნი­ას გზე­ბი გა­ი­ყა­რა.

ეს ყო­ვე­ლი­ვე ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ მოხ­დე­ბო­და. ყე­ნია თით­ქოს ორომ­ტ­რი­ალ­ში მოჰ­ყ­ვა, "შალ­კე­ში" ტრავ­მი­ა­ნო­ბის გა­მო ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტი გა­უც­და და ისევ სირ­თუ­ლე­ე­ბი - ცხოვ­რე­ბა ხში­რად მკაც­რად ექ­ცე­ვა ადა­მი­ანს, თუმ­ცა ამა­ვე დროს, აკა­ჟებს მას ამ ორომ­ტ­რი­ა­ლით.

გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­ის მი­ერ "მწვა­ლე­ბელ მა­გა­თად" შე­რაცხული "შალ­კეს" მწვრთნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს შეკ­რე­ბის დროს ტრი­ბუ­ნა­ზე აღ­მა-დაღ­მა და­არ­ბე­ნი­ნებ­და, - ეს თვი­თონ ყე­ნი­ა­მაც მითხ­რა.

ალ­ბათ გახ­სოვთ, რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­ლი გა­უ­ტა­ნა ფე­ლიქს მა­გათ­მა დი­ნო ძოფს 1983 წელს ჩემ­პი­ონ­თა თა­სის ფი­ნალ­ში და ასეთ ფეხ­ბურ­თელს მწვრთნე­ლო­ბა­ში გერ­მა­ნე­ლებ­მა "მწვა­ლე­ბე­ლი" და­არ­ქ­ვეს - ყე­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სულ სხვა პლა­ნე­ტა­ზე აღ­მოჩ­ნ­და.

"შალ­კე" და გერ­მა­ნია ყე­ნი­ამ უკ­ვე უკან მო­ი­ტო­ვა. ქეც­ბა­ი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ლაგ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ახ­ლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა ყე­ნია. ეს ის არის, რაც ასე აკ­ლია ქეც­ბა­ი­ას გუნდს - ტრი­ვი­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ, თა­ვი­სუ­ფა­ლი მხატ­ვა­რი.

ყე­ნია სა­ო­ცარ პა­სებს არი­გებს უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში, კა­ცის მოტყუ­ე­ბა­საც არ ერი­დე­ბა; მის არ­სე­ნალ­შია ტექ­ნი­კა და აზ­როვ­ნე­ბა. მას ახ­ლა ყვე­ლა­ზე უფ­რო დრო და მყა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რომ "კარ­პა­ტი­ცა" და უკ­რა­ი­ნაც უკან მო­ი­ტო­ვოს, ცალ­კე და­ტო­ვოს, რო­გორც "შალ­კე".

ყე­ნია კარ­გა ხა­ნი იყო ცალ­კე უბურ­თოდ და უმო­ედ­ნოდ. ბევრს არ სჯე­რო­და მი­სი ბო­ლომ­დე გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის და იმის, რომ ო­დეს­მე ისევ შეძ­ლებ­და ფეხ­ბურ­თის თა­მაშს.

ყე­ნი­ამ უკ­ვე ბევრ რა­მეს გა­უძ­ლო; უკ­ვე იცის, თუ რას ნიშ­ნავს, რო­ცა ცალ­კე რჩე­ბი სიძ­ნე­ლე­ებ­თან. "მწვა­ლე­ბე­ლი" მა­გა­თი და რუ­სუ­ლი "ზე­ნი­ტი" მის­თ­ვის ფეხ­ბურ­თი­სა და ცხოვ­რე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყე­ნია არის გე­ნია! - ქართველი პლეიმეიკერი უკრაინას იპყრობს
ლევან ყენია: კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მოვუმატებ
გურამ კაშია ჩემპიონობისთვის იბრძვის, ლევან ყენია კვლავ სასარგებლოა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელები და მათი მეორე ნახევრები
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან, შენ შეგიძლია ქინქლაზე გაახსენო საქართველოსაც და ევროპასაც, უფრო მეტიც, გისურვებ ღმერთი იყოს შენი მფარველი ხელის შემწყობი, როგორც საფეხბურტო კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში.
gizog
18:47 05-12-2012
0
და ერთიც დავამატოთ სტატიას რომ ლვოვის კარპატში ლევან ყენია თემუ ქეცბაიამ გაუშვა მისი პირადი კონტაქტებით!!!კითხეთ ყენოს!
festina
20:34 05-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული