"შესაძლოა, ამ ზამთარს ვინმე შევიძინოთ ან არ შევიძინოთ, ეს უფრო მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. ამაზე ჯერ ადრეა საუბარი.
ყველაფერი უფრო კონკრეტული ორი კვირის შემდეგ გახდება. ვფიქრობ, თვის ბოლომდე ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკას კარგად დავგეგმავთ", - თქვა პალკინმა ტელეარხ "ფუტბოლთან" ინტერვიუში.
გარდა ამისა, პალკინმა განაცხადა, რომ "შახტარის" საწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, ზამთრის შეკრებაზე მარიუპოლის "ილიჩევეცის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დმიტრი გრეჩიშკინი წაიყვანოს, რომელიც მარიუპოლელთა რიგებში იჯარის წესითაა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას "შახტართან" ერთად გაივლიდა.
მომზადებულია fanat.ua-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
"ილიჩევეცის" მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილის "შახტარში" წასვლას უარყოფს
ნიკოლაი პავლოვი: დავით თარგამაძეს საკუთარ თავზე სამუშაო კიდევ აქვს
თორნიკე ოქრიაშვილი: დიახ, დონეცკის "შახტარში" დაბრუნება მომილოცეს