გიორგი ლომაიას "მშრალი სერია" შეწყდა, ბაქოს "ინტერი" გალიდერდა

AutoSharing Option
25 დეკემბერს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა - ბაქოურ დერბიში "ინტერმა" მოქმედი ჩემპიონი, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მისული "ნეფთჩი" მიიღო.

შეხვედრის მე-11 წუთზე "ნეფთჩი" დაწინაურდა, 75-ეზე კი "ინტერმა" ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ინტერის" შემადგენლობაში გიორგი ლომაიამ, ილია კანდელაკმა და ბაჩანა ცხადაძემ ითამაშეს.

კახა ცხადაძის გუნდი ამ ფრით პრემიერლიგას სათავეში ჩაუდგა და "ზამთრის ჩემპიონიც" გახდა.

"ინტერს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება მეორე ქართველი სპეციალისტის, გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი "სიმურგი".

ლომაიას "მშრალი სერია" კი, სამწუხაროდ, შეწყდა. მას სულ 24
წუთი დააკლდა 660-წუთიან ნიშნულამდე, რაც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) რეიტინგში მოხვედრის საშუალებას მისცემდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ლომაიას IFFHS-ის რეიტინგამდე 35 წუთი აშორებს
გიორგი ადამიამ ბაქოში მისი და გიორგი ლომაიას დაჭრის შესახებ ცნობა უარყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი, დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავ, დიდი წარმატებების მომტანი ტოფილიყოს შეთვის და შენი ოჯახისთვის. გულშემატკივარი
gizog
12:25 26-12-2012
0

სიახლეები პოპულარული