კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველ ფეხბურთელებს ელიან

AutoSharing Option
შესაძლოა, მალე მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში, კიშინიოვის "ზიმბრუში" ორი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხოს.

ორივე 20 წლის არის: პირველი თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის თავდამსხმელი კოტე გაბაშვილი გახლავთ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი წინა სეზონში იჯარით ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა.

მეორე კი ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ყოფილი ვიცე-კაპიტანი ბაქარ მირცხულავაა.

მცირე ხნის წინ ვწერდით, რომ მირცხულავა უგუნდოდ იყო დარჩენილი. "ბენფიკადან" წამოსული მცველი ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნება დიდი შეცდომა იყო, ფაქტობრივად, ერთი სეზონი გაუცდა და ბოლოს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
Sportall.Ge
ბაქარი ქუთაისის "ტორპედოს" ვერ შეეწყო და
კლუბი დატოვა; დეკემბერში თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, ნელ-ნელა ფორმაში შედიოდა, მაგრამ პირობებზე ვერ შეთანხმდა და კლუბი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში "ზიმბრუსთან" კონტრაქტი ლევან კორღალიძემ გაწყვიტა და კარიერა რუსთავის "მეტალურგში" გააგრძელა; მეორე ქართველი, ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი თორნიკე სტეფნიაშვილი კი დღემდე ირიცხება, მაგრამ, შესაძლოა, შეკრებაზე კრივოი როგის "კრივბასს" გაჰყვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით ბიჭებო ასახელეთ საქართველოოო მირცხუ შენ იცი
xurcilava
18:16 11-01-2013
0

სიახლეები პოპულარული