"საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ მაშინ არ დამალა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" თავდამსხმელს იტალიის სერია A-ს "ბოლონია" იწვევდა.
მაგრამ კატეგორიულად არ უთქვამს, რომ საკითხი იტალიელთა სასარგებლოდ გადაწყდა, შესაძლოა, ბოლო ეტაპზე რაღაც შეიცვალოსო და ასეც მოხდა.
13 იანვარს შევიტყვეთ, რომ ქართველი ახალგაზრდა გერმანიაში გაემგზავრა და მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებს.
"კლუბში ბაჩანას ამბები იციან, რომ ზედიზედ ორ შესარჩევ ციკლში, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში განსაკუთრებული
არც ის დაუმალავთ, რომ ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, ფორმის აღდგენას ცდილობს, მაგრამ ჯერ პიკზე არ არის.
ეტყობა, "საბურთალომ" და გოჩა თამაზაშვილმა კარგად იმუშავეს და გერმანელები ბაჩოს გამადიდებელი შუშით ყურებას არ დაუწყებენ, რადგან იციან, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. ასეთ დროს კი ნდობის ფაქტორი ბევრს ნიშნავს.
იმედია, არაბული "დუისბურგს" თავს მოაწონებს", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.
"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი:
"გოჩა თამაზაშვილს მშვენიერი კავშირები აქვს და ევროპაში "საბურთალოს" წარმომადგენლად დავნიშნეთ. მიგვაჩნია, რომ მას კლუბისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგი საქმეების კეთება შეუძლია. ამის მაგალითად არაბულის "დუისბურგში" გაშვება გამოდგება.
ეს ამბავი გოჩას დამსახურებაა. გერმანელებს უთხრა, ვინ არის არაბული, რას წარმოადგენს, ტრავმის გამო დრო რომ გაუცდა და "დუისბურგის" მთავარი მწვრთნელი დააინტერესა.
ბაჩანა უკვე გერმანიაში გაემგზავრა და ახლა მთავარია, თავი მოაწონოს.
რაც შეეხება "ბოლონიას" ვარიანტს, ეს არ გამორიცხულა. კარგად გვესმის, რომ იტალიაში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ არჩევანი "დუისბურგზე" შეჩერდა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე 18 წლის ბიჭისთვის მეორე ბუნდესლიგაში თამაში სჯობს.
კლუბში ეყოლება მწვრთნელი, რომელმაც მასზე ბევრი რამ იცის. ამავე დროს, ყველაზე მეტად ქართველი ფეხბურთელები სწორედ გერმანიაში გაიხსნენ - ესეც არანაკლებ გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაჩანა არაბული "ბოლონიაში"? "იუვენტუსმა" "საბურთალო" იტალიას დააახლოვა
ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ
ბაჩანა არაბულმა ვარჯიში დაიწყო, ტრავმა და "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი უკან დარჩა...
ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით