როგორც "საბურთალოში" გვითხრეს, გერმანიაში ჩასულ კლუბის წარმომადგენელს, გოჩა თამაზაშვილს, "ფრანკფურტმა" მოთამაშისთვის ბევრად უფრო მისაღები პირობები შესთავაზა და გუნდი, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში მე-8 ადგილზეა, მზადაა, ქართველი თავდამსხმელი დაიმატოს.
თუმცა ეს, სავარაუდოდ, ზაფხულში მოხდება. მანამდე კი ბაჩანა საქართველოში დაბრუნდება და დროებით გორის "დილაში" ითამაშებს.
ეს ამბავი მას შემდეგ გადაწყდა, რაც გორული კლუბის მთავარ მწვრთნელად ვალდას ივანაუსკასი დაინიშნა - ეს კიდევ ერთი სიახლეა. დიახ, გიორგი დარასელიას შემდეგ "დილას" სწორედ ლიტვის
რაც შეეხება ვალდას ივანაუსკასის სამწვრთნელო კარიერას: მუშაობდა იენის "კარლ ცაისში", ლიტვის 18-წლამდელთა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში, ლიტვის კლუბებში - "ბანგასა" და "შაულიაიში", შოტლანდიურ "ჰართსსა" და აზერბაიჯანულ "სუმგაითში".
ლიტველი სპეციალისტი არაბულს კარგად იცნობს. ივანაუსკასი მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი კლუბის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა და 18 წლის ქართველი თავდამსხმელის წაყვანას აპირებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში - ბაჩო არაბული "დუისბურგში" ვარჯიშობს
ბაჩანა არაბული "ბოლონიაში"? "იუვენტუსმა" "საბურთალო" იტალიას დააახლოვა
ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ
ბაჩანა არაბულმა ვარჯიში დაიწყო, ტრავმა და "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი უკან დარჩა...
ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით