ირაკლი მესხიამ მოლდოველებს გაუტანა - უკრაინის ნაკრებში სამი ქართველია!

AutoSharing Option
ბოლო წლებში უცხო ქვეყნის ნაკრებებში ბევრ ქართველს უთამაშია, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაზე უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა ტურნირზე ერთდროულად სამი ქართველი წაიყვანა: მცველები ბადრი აქუბარდია და დავით იაშვილი (ორივე - კიევის "დინამო"), აგრეთვე, შემტევი ნახევარმცველი ირაკლი მესხია ("ჰოვერლა-ზაკარპატიე", უჟგოროდი).

უკრაინელებმა 19 იანვარს ლიტვას 3:0 მოუგეს. აქუბარდია მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, იაშვილი - 81-ეზე, მესხიას არ უთამაშია.

20 იანვარს უკრაინელებმა მოლდოველებს 2:0 სძლიეს. ქართველებიდან კვლავ ორმა ითამაშა და ამჯერადაც შეცვლაზე: აქუბარდია თამაშში 46-ე წუთზე
ჩაერთო, მესხია - 72-ეზე. ამჯერად იაშვილი დაასვენეს.

22 იანვარს უკრაინელები თურქმენეთს დაუპირისპირდნენ და 5:0 მოუგეს: სამივე ქართველი ძირითადში იყო, მესხია 72-ე წუთზე შეცვალეს.

კოვალეცის გაწვრთნილებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში ისევ მოლდოვას დაუპირისპირდნენ: უკრაინელების უპირატესობა ამჯერად ეჭვს აღარ იწვევდა - 5:0.

აქუბარდიას არ უთამაშია, იაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე შეუშვეს, მესხია - 56-ეზე. ამ უკანასკნელმა მოლდოველთა განადგურებაში თავისი წვლილი შეიტანა და 64-ე წუთზე გოლი გაიტანა.

25 იანვარს ნახევარფინალებია: უკრაინა ლიტვას შეხვდება, რუსეთი - ბელორუსს და გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც ერთმანეთს 27 იანვარს დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული