"ილიჩევეცის" ყოფილი მწვრთნელი: დროა, თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდური თამაში ისწავლოს

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გენადი ორბუმ, რომელიც დონეცკის "შახტარის" სელექციაში მუშაობს, ქართველ ფეხბურთელზე, თორნიკე ოქრიაშვილზე ისაუბრა.

"დროა, ოქრიაშვილმა გუნდური თამაში ისწავლოს. მას კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ სანამ პასით თამაშს არ ისწავლის და მოედანზე პარტნიორს ვერ მოძებნის, ამას აზრი არ ექნება.

თავდამსხმელი კი სიტყვიდან "თავდასხმა" გამომდინარეობს, ასე არ არის? როგორ უტევს თორნიკე, რამდენი გოლია მის ანგარიშზე? ესეც პასუხი.

უდავოა, მას აქვს პოტენციალი, რომ მაგარი ნახევ
არმცველი გამოვიდეს. მისთვის სულერთია, სად ითამაშებ
ს: მარცხნივ, მარჯვნივ თუ ცენტრში.

თუმცა ოქრიაშვილი უნდა გადაეწყოს და მარტომ არ ითამაშოს. მაშინ ის კარგი ფეხბურთელი გაიზრდება; თუ არადა, ისევ იმედისმომცემ მოთამაშედ დარჩება",
- თქვა ორბუმ.

მომზადებულია ua-football.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული