გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე

AutoSharing Option
არნემის "ვიტესიდან" ვლადიკავკაზის "ალანიაში" იჯარით გადასულმა გიორგი ჭანტურიამ "სპორტ-ექსპრესს" ინტერვიუ მისცა.

რუსული გაზეთი შესავალში წერს, ოსური კლუბის ახალწვეულ ქართველს 20 წელი აპრილში უსრულდება და უკვე ამბიციებით აღსავსეაო...

- თბილისიდან ვლადიკავკაზამდე მგზავრობას სამი საათიც არ უნდა. თქვენს შემთხვევაში კი რატომ მოხდა ისე, რომ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ჩასვლას, ჰოლანდიის გავლით, წლები მოანდომეთ?
- და კიდევ ესპანეთის გავლით. 15 წლისა "ბარსელონაში" მიმიწვიეს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მინსკის ტურნირზე თამაშობდა, სადაც ექვსი გოლი გავიტანე და ერთ-ერთი საფეხბურთო აგენტის რეკომენდაციით, კატალონიელებმა ჩემი წაყვანა მოისურვეს.

- რატომ
არ დარჩით "ბარსელონაში"?

- იქაც სამ "დასაკვირვებელ" მატჩში ექვსი თუ შვიდი გოლი შევაგდე და ორწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. მისი დასრულების შემდეგ "ბარსელონამ" ახალი სამწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა, კიდევ სამი წელი "ბარსას" მეორე, ფაქტობრივად, ახალგაზრდულ გუნდში გამეტარებინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, რომელიც ჰოლანდიური "ვიტესის" პრეზიდენტი გახდა, "ჩელსისთან" კონტრაქტი იმ პირობით შემომთავაზა, თუ ერთ სეზონს "ვიტესში" გავატარებდი, მაგრამ, როცა კლუბთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მითხრეს, რომ "ჩელსისთან" მოლაპარაკება ვერ შედგა.

17 წლის ვიყავი და სანამ 18-ის არ გავხდებოდი, ჰოლანდიის კანონმდებლობის თანახმად, პროფესიონალურ კლუბში ვერ ვითამაშებდი. ამიტომ თითქმის წელიწადი მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში ვმონაწილეობდი.

მოგვიანებით "ვიტესში" ჩემპიონატის 34-იდან 31 მატჩში ვითამაშე.

- როგორ და რატომ დაშორდით "ვიტესს"?
- 2011/2012 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი ბელგიურ "ანდერლეხტში" გადავიდა, რომელიც ფრედ რიუტენმა შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით სულ რაღაც ექვსი მატჩი ჩავატარე და როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, განვაცხადე, რომ გუნდიდან წასვლა მინდოდა.

იტალიურმა "ჯენოამ" ჩემში კლუბს 4 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ "ვიტესის" პრეზიდენტმა უარით გაისტუმრა. შემდეგ ჩემი გადაბირება გერმანულმა "ჰამბურგმა" და მოსკოვის "სპარტაკმა" მოინდომეს, მაგრამ მათაც უარი მიიღეს.

ჟორდანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ბოლო წელს რატომღაც აღარც კი მელაპარაკებოდა.

- "ალანიას" ვარიანტი როგორ გამოგიჩნდა?
- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ჩემი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი, რომელიც "ალანიას" სპორტული დირექტორი გახდა, ორჯერ თუ სამჯერ ჩამოვიდა ჰოლანდიაში მოსალაპარაკებლად და შეძლო კიდეც ეს.

მე სამი დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად. რჩევა მშობლებს ვკითხე - რასაც დედ-მამა მეტყვის, იმას ვაკეთებ და მათაც თანხმობა განმიცხადეს.

- ახალ კოლექტივში როგორი გრძნობა დაგეუფლათ?
- საუკეთესო. ვიცოდი, რომ ვალერი გაზაევმა უამრავი ქართველი ფეხბურთელი "ხალხში გამოიყვანა". ბევრი მირჩევდა მასთან მისვლას. მეუბნებოდნენ, ის კარგი ადამიანი და მწვრთნელიაო.

როდესაც გავიგე, რომ ჩემით იყო დაინტერესებული, უმალ მოვაწერე კონტრაქტს ხელი - ჯერჯერობით მხოლოდ ივნისის ბოლომდე, რადგან "ვიტესთან" კიდევ ერთი წლით კონტრაქტი მაკავშირებს.

- დროის ამ მონაკვეთში კლუბში რის მიღწევას იმედოვნებთ?
- ყველაზე მთავარია - დავეხმარო "ალანიას" პრემიერლიგაში დარჩენაში. რუსეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია. ჯერ გამიჭირდება იმის თქმა, როგორ შევეწყობი მას.

- დავუშვათ, "ალანიამ" თქვენი ძალისხმევით შეძლო პრემიერლიგაში დარჩენა. შემდეგ რა იქნება?
- თუკი ჩემი თამაში დააკმაყოფილებს პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს, მზად ვარ, გუნდში დავრჩე, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.

- ოცნებობთ "ბარსელონაში" დაბრუნებაზე თუ სხვა რომელიმე ცნობილ კლუბში გადასვლა გსურთ?
- ახლა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. არის სინამდვილე - "ალანია", რომელშიც თავის, რაც შეიძლება, უკეთ წარმოჩენა მმართებს.

- ვლადიკავკაზში თავს უცხოელად გრძნობთ?
- "ალანია" - ძალიან კარგი კოლექტივია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ. რუსეთი საქართველოს მეზობელია და მოთამაშეები ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ.

ასევე იხილეთ:
მამუკა კობახიძე: "ალანიაში" ქართველებს ოსები კარგად დაგვხვდნენ
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: პატარა "სპაიდერმენი"
შანსი გიორგი ჭანტურიასთვის - ვლადიკავკაზის "ალანია"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ კაცს დუბლებში თამაშს სერიოზულ კლუბში ურჩევნია თან ქართველებიცაა,თქვენ რა გინდათ შრომა მიდის თქვენი? თავის საქმის თვითონ იცის. ბარსელონაში კამპ-ნოუსდამლაგებლად რო დაგაყენონ მაინც იქ უნდა დარჩე სხვაგან უკეთესი შანსი თუა? რამოხდა მერე ალანია რომ არის. რას გადაგყავთ სპორტი პოლიტიკის და ეთნოლოგიის დონეზე.
0
იმ კლუბში სადაც ჭანტურია ირიცხებოდა მხოლოდ ორი ფეხბურტელი გამოირჩეოდა. ჭანტურია და ჯერარდი. არა ქართველს როგორ ეკადრებოდა ბარსა ბ-ში თამაში რუსეთის ყანებში სირბილი არ ჯობია კაცო?? ვნახოთ ვინ იქნება ჯერადი 5 წლის შემდეგ და ეს კაცი
razhdeni
00:28 05-02-2013
0

სიახლეები პოპულარული