ამ მატჩში ერთი გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი საკმაოდ ლამაზი დარტყმით აიღო.
"უცებ გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა", - წერდა "ალანიას" ოფიციალური საიტი.
ჭანტურიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.
Video
გიორგი ჭანტურიას პირველი გოლი ალანიას მაისურით
გიორგი ჭანტურიას პირველი გოლი ალანიას მაისურით
მატჩის შემდეგ ვლადიკავკაზური კლუბის პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ახალწვეულების ნაწილზე ილაპარაკა. მას კითხვა არნემის "ვიტესიდან" იჯარით დამატებულ ჭანტურიას ამპლუაზეც დაუსვეს (სერბებთან
"ჭანტურია შემტევია და მსურდა მენახა, თავდასხმის ცენტრში როგორ გამოიყურებოდა. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში, მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
თუმცა შეკრებაზე ოპტიმალური შემადგენლობის დადგენა გვსურს და მოთამაშეთა რამდენიმე პოზიციაზე გასინჯვის საშუალებაც გვაქვს", - ამბობს გაზაევი.
ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: ცას რუსეთიც ვერ გამოეკერება - გიორგი ჭანტურიას უკვე გააქვს
გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე
შანსი გიორგი ჭანტურიასთვის - ვლადიკავკაზის "ალანია"