მარბელაში დაბანაკებული მოსკოველები სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადებიან, მათი მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი კი ერთობ უცნაურ ვარჯიშებს იგონებს.
აი, მაგალითად, ამჯერად "სპარტაკის" თავკაცმა ფეხბურთელების გამძლეობაზე შემოწმება მოინდომა და ამის გაკეთება რატომღაც მუსიკის თანხლებით გადაწყვიტა. მოედანზე გამოტანილი ვეებერთელა დინამიკიდან გამომავალი ჰანგების ფონზე "სპარტაკის" ფეხბურთელებმა სიქის გაცლამდე ირბინეს.
მათ შორის იყო ჯანოც, რომელიც ბოლო დრომდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
როგორც ჩანს, ჯანო ანანიძემ კარპინის ტესტს თავი კარგად გაართვა და ამ უკანასკნელისგან შექებაც დაიმსახურა. საიტმა
"ყოჩაღ, ქართველო!" - ეს კომპლიმენტი ვალერი კარპინისგან ჯანო ანანიძემ დაიმსახურა, რომელმაც გაცილებით მეტის გარბენა შეძლო, ვიდრე ბევრს წარმოედგინა", - წერს საიტი.
ასევე იხილეთ:
ანდრეი დიკანი: ჯანო ანანიძე "ბარსელონაში"? თავისუფლად შეიძლება
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ჯანოს "ბენტლი" და ზაზას ბილბორდი
"სპორტ-ექსპრესი": გადაიქცევა ჯანო ატომურ ჭიანჭველად?
ჯანო ანანიძე: საშინლად მომენატრა ფეხბურთი
ვალერი კარპინი: ჯანო ანანიძეს ადგილს ძირითადში ვუწინასწარმეტყველებ
ჯანო ანანიძე ანდრეა პირლოს და ლიონელ მესის ნაზავია!