თორნიკე თარხნიშვილი ლატვიური "ვენტსპილსის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
თორნიკე თარხნიშვილი ლატვიური "ვენტსპილსის" ფეხბურთელია. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემით კონტრაქტი გააფორმა და მას თურქულ შეკრებაზე გაჰყვა.

თარხნიშვილი, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, თბილისის "დინამოს" საკუთრება იყო, თუმცა დედაქალაქელთა მაისურით ოფიციალური შეხვედრა არ გაუმართავს.

იგი იჯარით ბოლნისის "სიონში" ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 15 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება "ვენტსპილსს", თარხნიშვილის ახალმა კლუბმა ლატვიის 2012 წლის ჩემპიონატი მესამე საპრიზო ადგილზე ჩაამთავრა და ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

ლატვიის ახალი ჩემპიონატი 29 მარტს იწყება.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული