თავიდან ლატვიელები დაწინაურდნენ, მაგრამ ყაზახებმა ანგარიში გაათანაბრეს. დვალმა სწორედ ამ დროს გაიტანა, "სკონტომ" ანგარიში წაიყვანა (2:1) და მერე ლატვიელებმა სულ გაილაღეს - 4:1.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა, რომელიც ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია, შეუცვლელად ითამაშა. მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა ლადო დათუნაშვილიც.
დვალი "რედინგის" ინტერესის სფეროშია, მაგრამ ინგლისური კლუბი კონტრაქტს ვერ უფორმებდა და ამიტომ ლატვიურ კლუბში გაუშვა.
თუმცა 18 წლის ქართველის განაცხადში
დვალი ამბობს, რომ ამ პრობლემას მალე მოევლება:
"გუნდის ხელმძღვანელობა ფინანსურ პრობლემებს აგვარებს. ამის შემდეგ გამიკეთებენ საცხოვრებელ და სამუშაო პასპორტს, კონტრაქტის გაფორმების უფლებას მივიღებ და ჩემპიონატის დაწყებამდე ოფიციალურად დამარეგისტრირებენ.
უკვე ერთი თვეა, რაც გუნდთან ერთად ვემზადები - ჯერ რიგაში, ახლა თურქეთში და ვარჯიშებით ძალიან კმაყოფილი ვარ. სერიოზული დატვირთვებია, ძალიან ბევრს გვარბენინებენ - მოსამზადებელ ეტაპზე ეს ბუნებრივიც არის.
მეორე მომენტია - აქამდე ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი და დიდებთან პირველად ვემზადები. დიდებში გადასვლა თავიდან ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერს შევეჩვიე.
გამიმართლა, რომ თამაზ პერტიასთან მოვხვდი. მოედანზე მკაცრი მწვრთნელია, მოედნის გარეთ - მეგობრული პიროვნებაა, ფეხბურთელთან მიდგომა არ ეშლება.
მიხარია, რომ "ასტანას" გავუტანე. თამაზ პერტია ძირითად შემადგენლობაში მათამაშებს და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელს იმედს უმართლებ".
და ყველაზე საინტერესო სიახლე: დვალი დააიმედეს, რომ "სკონტოში" ჩარიცხვის შემდეგ ხელშეკრულებას ინგლისური პრემიერლიგის "რედინგთან" გააფორმებს:
"ინგლისელები ელიან, როდის მიიღებს "სკონტო" ლიცენზიას, მე კი ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას და ამის შემდეგ კონტრაქტს გამიფორმებენ.
წინასწარი შეთანხმებით, 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, საიდანაც ერთი წელი რიგაში ვიქნები, დანარჩენი სამი წელი კი - "რედინგში".
ყოველ შემთხვევაში, იმას გეუბნებით, რაც მითხრეს".
შეგახსენებთ, რომ "სკონტოში" კიდევ 2 ქართველია: 19 წლის ლევან ჭაჭიაშვილი და 26 წლის მარჯვენა მცველი ლადო დათუნაშვილი.
დვალის თქმით, ეს უკანასკნელიც კონტრაქტს იმავე პრობლემის გამო ვერ აწერს ხელს, თუმცა მისი საკითხიც გადაწყვეტილია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლაშა დვალი და რიგის "სკონტო": ლიცენზირების მოლოდინი
"სკონტოში" თამაზ პერტიას დანიშვნამ გამახარა - ლაშა დვალი ლატვიის ვიზას ელის
ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი