გურამ კაშიას და არნემის "ვიტესის" გზები იყრება?

AutoSharing Option
ბოლო ორი წელია, გურამ კაშიას კარიერა აღმავალი გზით მიდის. ყველაზე ძვირად ღირებულმა ქართველმა მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო არნემის "ვიტესში" კაპიტნად აირჩიეს.

ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 26 ტური გაიმართა. კაშიამ ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ორი გოლიც გაიტანა.

ახლა მთავარზე: როგორც შევიტყვეთ, "ჯვაროსნების" მოთამაშემ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს "ვიტესი" დატოვოს.

"ლელოს" ინფორმაციით, 25 წლის ცენტრალური მცველით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. ჩვენთვის ამ კლუბების სახელები უცნობია, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ჰოლანდიური კლუბის მეპატრონე - მერაბ ჟორდანია არ აპირებს, ქართველ კაპიტანს წინსვლაში ხელი შეუშალოს,
კლუბი კი სარგებელს ნახავს - დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული