თორნიკემ თავისი გუნდი ჯერ 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, 79-ეზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ ოქრიაშვილს ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც ჩვენებურმა აღნიშნა, რომ მანამდე ორი გოლი ერთ თამაშში არასდროს გაეტანა და რომ "არსენალი" კარგად აქვს დაცდილი.
- დუბლი საქართველოს ახალგაზრდული და 19-წლამდელთა ნაკრებების მაისურებით შემისრულებია, მაგრამ უკრაინის პრემიერლიგაში - არასდროს. აქამდე აქ სულაც ერთხელ გავიტანე და მაშინაც სწორედ "არსენალთან". ახლა კი დუბლი შევასრულე.
ასე რომ, "არსენალი" -
წინ სანაკრებო მატჩებია, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება...
- არათუ დუბლის, ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეგეძლო...
- ჰო, მქონდა მომენტი. შევჩუკმა დამიძახა, რომ ბურთი გამეტარებინა, თუმცა დარტყმა მაინც არ გამოუვიდა. არადა, გატანა შემეძლო... მაგრამ მაშინ ჰეთ-თრიქზე არ ვფიქრობდი, ოღონდ მოგვეგო და დაე, ნებისმიერს გაეტანა.
- პენალტის შესრულება თავად მოითხოვე? გუნდში თავიდანვე ხომ არაა განსაზღვრული, ვინ დაარტყამს პენალტს?
- დარტყმის შესრულება თავად მოვინდომე. საერთოდ, ვინც იმ მომენტში თავდაჯერებულია, ის ურტყამს. ვფიქრობ, მოედანზე ჩვენი შტატიანი პენალტისტი კოსტია იაროშენკო რომ ყოფილიყო, ის დაარტყამდა. თუმცა, ვინაიდან კოსტია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, დარტყმის შესრულება მე ვითავე. კარგია, რომ გავიტანე.
- პირველი გატანილი გოლის შემდეგ საკუთარ ნახევარში შეგნებულად ჩაიკეტეთ?
- პირიქით, გვინდოდა, კვლავაც შეგვეტია, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათ კუთხურის შემდეგ გაგვიტანეს. გაუმართლათ, რადგან შორ ძელთან ჩვენიანი არავინ იყო და ვერც დავაზღვიეთ.
გამიმართლა მეც, როდესაც გატანის მეორე შანსი მომეცა. გოლი გავიტანე და საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვეთ.
ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ოქრიაშვილის დუბლი, კანკავას გოლი, არველაძის სენსაცია [VIDEO]