დვალიშვილმა პოლონეთის თასზე გაიტანა, სირბილაძემ - ფინეთის [VIDEO]

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიამ" პოლონეთის თასის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში სტუმრად "ოლიმპია" 2:1 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ლადო დვალიშვილმაც შეიტანა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩის 73-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. "ლეგიას" "ოლიმპიასთან" პირველი შეხვედრა 4:1 ჰქონდა მოგებული.

შეგახსენებთ, დვალიშვილი ეროვნულ გუნდში საფრანგეთთან სტუმრად გასამართ მატჩზე იყო გამოძახებული და შეცვლაზე ითამაშა.

ფინეთის თასზე კი თავი ირაკლი სირბილაძემ გამოიჩინა. მისმა "ინტერმა" სტუმრად ქვედალიგელი ვაკპ 9:0 გაანადგურა.

ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ერთი გოლია. მატჩის 43-ე წუთზე მან ანგარიში 3:0 გახადა.

VideoSportall.Ge
ლადო დვალიშვილის გოლი ოლიმპიას კარში


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული