საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩის 73-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. "ლეგიას" "ოლიმპიასთან" პირველი შეხვედრა 4:1 ჰქონდა მოგებული.
შეგახსენებთ, დვალიშვილი ეროვნულ გუნდში საფრანგეთთან სტუმრად გასამართ მატჩზე იყო გამოძახებული და შეცვლაზე ითამაშა.
ფინეთის თასზე კი თავი ირაკლი სირბილაძემ გამოიჩინა. მისმა "ინტერმა" სტუმრად ქვედალიგელი ვაკპ 9:0 გაანადგურა.
ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ერთი გოლია. მატჩის 43-ე წუთზე მან ანგარიში 3:0 გახადა.
Video
ლადო დვალიშვილის გოლი ოლიმპიას კარში
ლადო დვალიშვილის გოლი ოლიმპიას კარში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"