რატის დაველაპარაკეთ და დავინტერესდით, "დიორ ეტოდან" წასვლა რამ გადააწყვეტინა, კარიერას ასრულებს თუ ახალი კლუბი მოძებნა.
"ფაქტობრივად, მიმდინარე სეზონი გამიცდა. სულ სამი თამაში ჩავატარე და დასაწყისშივე უკანა კუნთი გამიწყდა.
ვარჯიში მცირე ხნის წინ განვაახლე და ახლა ჩვეულებრივად, გუნდთან ერთად ვემზადები, მაგრამ "დიორ ეტოს" ვერ ვეხმარები და ამის გამო მაისში წამოსვლა გადავწყვიტე.
წინადადება საქართველოდანაც მაქვს და უნგრეთშიც სურთ
მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცი, დავასრულებ თუ არა კარიერას და ახლა ვფიქრობ, რა ვქნა...
დიდი ხანია, უცხოეთში ვარ და სიმართლე გითხრათ, ასეთმა ცხოვრებამ დამღალა; სახლი, ოჯახი და ახლობლები სულ მენატრება.
ყველაფერზე ვფიქრობ, საქართველოში თამაშზე, ევროპაში დარჩენაზე, კარიერის დასრულებასა და კიდევ ორი წლით გაგრძელებაზე.
თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია", - ამბობს ალექსიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რატი ალექსიძე უნგრული "დიორიდან" მოდის