გურამ კაშიას გერმანული, ინგლისური და რუსული კლუბები იწვევენ

AutoSharing Option
ჰოლანდიური Voetbal International საინტერესო ცნობას აქვეყნებს ქართველი ლეგიონერის, გურამ კაშიას შესახებ.

ჰოლანდიური გამოცემის ინფორმაციით, "ვიტესის" ქართველი კაპიტნით გერმანული, ინგლისური და რუსული კლუბები დაინტერესდნენ.

Voetbal International თავად გურამ კაშიას შეეხმიანა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა:

"ჩემმა მენეჯერმა შემატყობინა, რომ ჩემი ტრანსფერით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ჯერ საუბრები კონკრეტული არ არის, თუმცა თუ კარგი წინადადებები იქნა, უარს არ ვიტყვი მათ განხილვაზე.

კლუბებს არ დავაკონკრეტებ, ისინი გერმანიის, ინგლისის და რუსეთისაა
", - განაცხადა 25 წლის ქართველმა.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: გურამ კაშიას საჩემპიონო შანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული