ლეგიონერები: გიორგი დარასელია პრემიერლიგისთვის ბრძოლას განაგრძობს

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილმა "სკა-ენერგიამ" სტუმრად ასტრახანის "ვოლგარი" 1:0 დაამარცხა და კვლავ მესამე ადგილზეა, რაც პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა.

ლაშა სალუქვაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ "სკა-ენერგიას" რიგებში შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული კიდევ ორი ქართველი, შოთა გრიგალაშვილი და გოჩა ხოჯავა შესაბამისად, 58-ე და 81-ე წუთზე შეცვალეს.

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა სვოლოვსმა" "ბლექ ლეოპარდსს" გასვლით შეხვედრაში 1:0 სძლია.

სტუმართა შემადგენლობაში გია ნერგაძემ 57-ე წუთიდან ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
batono levan janeishvils minda vutxra rusetis pirvel ligashi kide tamashobs kartveli da cina turshi zustad skas mouges 1-0 spartak nalchiki sadac david siradze tamashobs sheizleboda ro dagecera spartak nalchikma torpedos 1-1 moskovshi
0
shegezlo levan siradzezec dagecera ra kna rogor itamasha misma gundma
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული