ლეგიონერები: "ქასიმფაშა" - სამეულს მიღმა, "ბოხუმი" - კატასტროფის პირას

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი "ქასიმფაშა" სტუმრად "ანთალიასფორთან" დამარცხდა, რითაც სუპერლიგაში მესამე საფეხური დაკარგა.

"ქაშიმფაშასთვის" არც მატჩის მიმდინარეობა იყო სახარბიელო - არველაძის გუნდი ჯერ 0:2-ს, შემდეგ კი 1:3-ს აგებდა.

* * *
უკრაინის პრემიერლიგაში "ზარია" შინ "ჩერნომორეცს" 1:1 დაუზავდა. ჯაბა ლიპარტია მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

* * *
დანიის სუპერლიგაში "ორჰუსი" საკუთარ მოედანზე "ესბიერგთან" 0:1 დამარცხდა. ორჰუსელმა მათე ვაწაძემ, როგორც იცით, კოჭი მოიტეხა და ფეხბურთს ხანგრძლივი ვადით ჩამოშორდა, მისი თანაგუნდელები, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე კი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

სხირტლაძემ სრულად ითამაშა, ხოლო დევდარიანი 75-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმი" საკუთარ კედლებში 0:3 განადგურდა "აუესთან" და საქმე კიდევ უფრო გაირთულა.

ალექსანდრე იაშვილი "ბოხუმის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, მისი თანაგუნდელი ნიკოლოზ გელაშვილი კი 18-კაციან განაცხადშიც არ შეუყვანიათ.

* * *
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის "ლე მანმა" "ტურს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო, ქართველმა მეკარემ კი გუნდის ძირითადში დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" სტუმრად "გაბალას" 1:1 დაუზავდა და ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

* * *
სამხრეთაფრიკულ პრემიერლიგაში "მოროკა სვოლოვსი" საკუთარ კედლებში "ვიტს უნივერსიტის" დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა რიგებში გიორგი ნერგაძემ შეუცვლელად ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
MARADONA აბსოლუტურად გეთანხმები! ქეცბაიას წინააღმდეგ მიმართული კამპანია იმ ხალხის აგორებულია, ვისაც განარკომანებული ჯამარაულის დრო მოენატრა, როცა უნიჭიერესი თაობა სწორედ უდისციპლინობამ და ძველ ბიჭობამ დაღუპა... ამ ლელოს "ობიექტურობის" ატანა აღარ მაქვს...!!!!!!!!!!
jolbordigivi@yahoo.com
21:44 06-04-2013
0
მორიგი მაგალითი,წავიდა გელაშვილი გერმანიაში,მომატების მაგივრად - მინდორსაც არ აკარებენ.ხო ალბათ ძაან მონდომებულია და არ მოსწონთ გერმანელებს.დაიწყებს მერე მწვრთნელმა ამითვალწუნაო.ეეეეეეჰ,გრუზინაა რა.ძირს ვარჯიში,ძირს დიციპლინა.ესეც ქეცბაიას ბრალია.ჯორჯიან მენტალიტეტ,შეთ,შეთ,შეთ...
MARADONA
14:09 06-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული