არადა, ეს სწრაფი და ტექნიკური ბრაზილიელი ფეხბურთელი სულ ახლახან აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, ბაქოს "ინტერში" ჩაირიცხა.
რობერტინიოსა და აზერბაიჯანის ყველაზე ქართული კლუბის "ურთიერთობა" თურქეთში დაიწყო, სადაც "ინტერი" ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას გადიოდა და ბრაზილიელიც, ფაქტობრივად, შეკრების ბოლო დღეს მივიდა კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის ("ინტერის" მწვრთნელები) გუნდში.
არ დაგვავიწყდეს, რომ რობერტინიო
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ თბილისის "დინამოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული რობერტინიო ბაქოს "ინტერში" მაისის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო. აზერბაიჯანის ჩემპიონობისათვის მებრძოლი გუნდის ქართველი მწვრთნელების გათვლაც გამართლებული იყო: სეზონის მსვლელობისას გუნდის ორმა ფორვარდმა, 32 წლის გიორგი ადამიამ და 31 წლის ტალეს შუტცმა ტრავმები მიიღეს და რობერტინიოს მათი სრულფასოვანი თუ არა, ნაწილობრივ შეცვლა უნდა მოეხერხებინა.
თუმცა, ამის გარდა "ინტერში" ისედაც მძაფრი კონკურენცია იყო, ზამთრის მოსამზადებელი შეკრების გაცდენამაც უარყოფითი როლი ითამაშა, თვითონ რობერტინიომაც (ისე როგორც - თბილისის "დინამოში") მაქსიმალურად არ მოინდომა და აი, "ინტერისა" და მისი ხანმოკლე ურთიერთობა, ფაქტობრივად, დასრულებულია.
თუმცა, ამ ყველაფერზე გავლენა ერთმა ფაქტმაც მოახდინა: 3 მარტს, "ყარაბაღთან" უპრინციპულეს მატჩში კახა ცხადაძემ რობერტინიო შეცვლაზე შეიყვანა (64-ე წუთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირის ბაჩანა ცხადაძის ნაცვლად).
ეს მატჩი ფრედ, 0:0 მორჩა, მაგრამ მთავარი მოვლენები გასახდელში განვითარდა: მასპინძელთა კაპიტანის, რაშად სადიქოვის ძმამ და კიდევ ერთმა უცხო პირმა, რობერტინიოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს!
რა თქმა უნდა, "ჩვენებურ" ბრაზილიელს მაშინათვე გამოექომაგნენ "ინტერის" ქართველი ფეხბურთელები და სხვა თანაგუნდელები, შემდეგ კი უკვე სამართალდამცავების მცდელობით, ხელჩართული ჩხუბი, როგორც იქნა, გაშველებით დამთავრდა.
თურმე, მატჩის ბოლოს, ერთ-ერთ ეპიზოდში სადიქოვსა და რობერტინიოს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა და მასპინძლებმაც ასე დააპირეს "შურისძიება"...
აი, ეს იყო რობერტინიოს პირველი და ბოლო მატჩი "ინტერის" შემადგენლობაში.
არადა, ეს სეზონი მისთვის მართლაც დანავსულია: პირველ ეტაპზე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და ყველა შემთხვევაში... შეცვლაზე შემოდიოდა!
შეგახსენებთ, რომ რობერტინიო "დინამოში" 2009/10 წლების სეზონში ჩაირიცხა და უმაღლეს ლიგაში 72 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტინიო: თბილისის "დინამოდან" ბაქოს "ინტერში" წასვლა წინგადადგმული ნაბიჯია
დუშან უჰრინის დაწუნებული რობერტინიო კახა ცხადაძემ დაიმატა
რობერტინიო: თბილისის "დინამოში" დარჩენა აღარ მინდოდა, კარგად!