უთამაშებელი ქართველები რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნის პირას

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში ვლადიკავკაზის "ალანიამ" სარანსკის "მორდოვიას" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ქართველები ორივე კლუბის ღირსებას იცავენ, მაგრამ მოედანზე მხოლოდ "მორდოვიას" მცველი აკაკი ხუბუტია იყო. ამ უკანასკნელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "ალანიას" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია კვლავ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დასჯერდა, მისი თანაგუნდელი მამუკა კობახიძე კი გუნდის 18-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ორივე გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნის პირასაა. "ალანიასაც" და "მორდოვიასაც" 16 ქულა აქვთ და ბოლოსწინა და ბოლო პოზიციებზე იმყოფებიან.

ცნობისთვის, მე-14, საპლეიოფო პოზიციაზე მყოფ "კრილია სოვეტოვს" 20 ქულა აქვს, რომელშიც ალექსანდრე ამისულაშვილი ირიცხება.

რუსეთის ჩემპიონატის
დასრულებამდე ექვსი ტური დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი - პასუხი, თუ რატომ არ გვყავს წარმატებული ნაკრები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაიღუპა ამ ჭანტურიამ თავი,რა ალანია რის ალანია,აქაც თამაშის ღირსიც არ გახადეს,ალანიასაც თუ არ სჭირდებოდა რატომ წაიყვანა,მაგრამ მუქთა იყო და თავად არაფერს კარგავდა.შეიძლება დუბლებში გამოიყენოს.ჭკუა როგორ ვერ ასწავლა ვინმემ ან მას ან მის პატრონს,დამთავრდა ევროპა მისთვის,ესპანეთი დაიწუნა და ოსებმა თავად დაიწუნეს.უშველეთ ხალხო,ცოდვაა.
vaxvax
13:34 16-04-2013
0
რამდენჯერმე ვნახე ჭანტურიას თამაში და უნდა ვაღიარო რომ ვერ დატოვა სასურველი შთაბეჭდილება.
ჯ.ჩ.
15:12 16-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული