არნემის "ვიტესი" ამ ზაფხულს კიდევ ორ ქართველს დაიმატებს

AutoSharing Option
სურათზე: ნიკა ჭანტურია

არნემის "ვიტესში" მალე ორ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას ელიან. ინფორმაცია სანდო წყაროსგან შევიტყვეთ - ჰოლანდიის ერედივიზიეს გუნდში ნიკა ჭანტურიასა და ლუკა ზარანდიას იწვევენ.

ინფორმაცია ამის თაობაზე ადრეც გვქონდა, მაგრამ მაშინ ეს შესაძლო ვარიანტებად განიხილებოდა. "ვიტესის" დაინტერესება რომ რეალურია, მცირე ხნის წინ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა ჭანტურიამ თავად დაგვიდასტურა.

მან არ დამალა, რომ ეს ლაპარაკი შარშან ზაფხულში დაიწყო, როდესაც ლონდონის "არსენალი" იწვევდა, მაგრამ ინგლისში მოხვედრას იმედოვნებდა და ჰოლანდიური ვარიანტი დროებით გამორიცხა.

ლუკა ზარანდია ქართველმა გულშემატკივარმა
2012 წლის შემოდგომაზე გაიცნო, როდესაც გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. იმ ნაკრების ლიდერი სწორედ ტექნიკური და შედეგიანი ზარანდია გახლდათ - 16 წლის თავდამსხმელმა სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ჭანტურიას მსგავსად, 35-ე სკოლის გაზრდილი ფეხბურთელიც შარშან თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა.

Sportall.Ge
სურათზე: ლუკა ზარანდია

ლუკა არ მალავდა, რომ იწვევდნენ გერმანულ "ჰოფენჰაიმში", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში", უკრაინის გრანდებში, დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოში"; აგრეთვე - ჰოლანდიურ "ვიტესსა" და ამსტერდამის "აიაქსში", მაგრამ მაშინ გადაწყვეტილი არაფერი იყო, სატრანსფერო ამბებისთვის ელიტრაუნდში ნაკრების თამაშების შემდეგ მოვიცლიო.

ახლა კი საკითხი შეთანხმებულია - ჭანტურიასა და ზარანდიას ჰოლანდიურ კლუბში ზაფხულში ელიან.

61 ქულით "ვიტესი" ერედივიზიეში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ამსტერდამის "აიაქსს" 5 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაა, ვაკო ყაზაიშვილი კი ძირითადში მოხვედრას ცდილობს, მაგრამ მწვრთნელი არ სწყალობს. არნემელთა თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია კი იჯარით ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაუშვეს, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი გამოცდილ ფეხბურთელებს ენდობა და გიორგიმ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა, ძირითადში კი სულ ერთხელ დააყენეს.

აღსანიშნავია, რომ "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ამ კლუბის ყიდვისას პრიორიტეტად სასწავლო ცენტრის აშენება დაისახა და ოცნება აიხდინა. ახლახან მან "ვიტესის" ახალი კომპლექსი გახსნა, რაც კლუბს 12 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჟორდანია ხუმრობს, რომ არნემში მისვლის შემდეგ ახალი ცენტრი "ვიტესის" პირველი ტიტულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიკა ჭანტურია: არნემის "ვიტესი" უფრო რეალურია, ვიდრე ლონდონის "არსენალი"
ლუკა ზარანდია: ამათგან "ვიტესი" ყველაზე სასურველია
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია გაამართლებენ
Akaki
19:25 18-04-2013
0
და რა ვკნათ რომ მეგრელები ნიჭიერი ფეხბურთელები არიასნ?!!! გვარები შეუცვალოთ შანდრო??? :)
Vova
13:12 18-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული