ლადო დვალიშვილი, პოლონეთის ჩემპიონობასთან ერთად, თასსაც უმიზნებს

AutoSharing Option
უკრაინის თასის ნახევარფინალში გავიდა "დნიპრო", რომელმაც გასვლით შეხვედრაში "ვოლინი" 2:0 დაამარცხა.

ამაში ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ჯაბა კანკავა ტრავმირებულია, ხოლო ალექსანდრე კობახიძე დნეპროპეტროვსკელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა "კარპატი". ლვოველები უკრაინის საუკეთესო გუნდს, დონეცკის "შახტარს" ესტუმრნენ და მინიმალურად, 1:2 დამარცხდნენ.

"კარპატის" რიგებში მურთაზ დაუშვილმა და ლევან ყენიამ სრულად ითამაშეს.

* * *
გაიმართა აზერბაიჯანის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩები. ქართველთა გუნდებიდან ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ გიორგი ფოფხაძის "ბაქი" აგრძელებს. ბაქოელებმა ლენქორანის "ხაზარს" უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს.

"ბაქის" ქართველმა მცველმა მატჩი შეუცვლელად
ჩაატარა. საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრები 24 აპრილს ჩატარდება.

* * *
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა სვოლოვსი" "ჩიპა იუნაიტედს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. გიორგი ნერგაძე "მოროკას" შემადგენლობაში 67-ე წუთიდან გამოჩნდა.

"მოროკა", რომელიც შარშან სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამჟამად სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზეა.

* * *
გაირკვა ლადო დვალიშვილის "ლეგიას" მეტოქე პოლონეთის თასის ფინალში.

ფინალი ორ მატჩად, 2 და 8 მაისს გაიმართება და ვარშაველები ვროცლავის "სლასკს" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა "სლასკის" მოედანზე გაიმართება.

შეგახსენებთ, "ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს ლიდერობს. ასე რომ, დვალიშვილს დუბლის შესრულების კარგი შანსი აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო დვალიშვილი დუბლით პოლონეთის თასის გმირი გახდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული