მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ბერლინის "ჰერტამ" ელიტაში დაბრუნება ოფიციალურად გაიფორმა. კობის გუნდმა მორიგ ტურში 1:0 დაამარცხა "ზანდჰაუზენი", ლევანმა კი 54-ე წუთამდე ითამაშა.
ამ შეხვედრას ბერლინში 45 ათასი ადამიანი დაესწრო. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა და ფანებმა ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.
სასიამოვნოა, რომ ამ მატჩში კობიმაც მიიღო მონაწილეობა.
ვიმედოვნებთ, ვეტერანი ქართველი მომავალ სეზონში პირველი ბუნდესლიგის რეკორდს მოხსნის - გეხსომებათ, ლევანს შანსი აქვს, გახდეს
* * *
ლადო დვალიშვილს საქართველოს ნაკრების მაისურით უკვე ძალიან დიდი ხანია, არ გაუტანია; სამაგიეროდ, შესანიშნავად მისდის საკლუბო კარიერა. იგი ვარშავის "პოლონიაშიც" ბომბარდირთაგანი იყო და არც უფრო ამბიციურ "ლეგიასთან" ადაპტაცია გასჭირვებია.
დვალიშვილმა მისი მაისურით უკვე მეოთხე გოლი გაიტანა.
"ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, ტიტულის მოპოვების დიდი შანსი აქვს და თუ დედაქალაქურმა კლუბმა ეს შეძლო, ამაში დვალიშვილის საკმაოდ წონადი წვლილი იქნება.
* * *
არნემის "ვიტესი" როტერდამში განცდილი მარცხით მეორედან მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა, მაგრამ გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდს ჯერ კიდევ აქვს მეორე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი.
* * *
ნეგატივიდან ყველაზე თვალშისაცემი რუსეთში უთამაშებელი ლეგიონია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენი თანამემამულეები ჩრდილოეთში სათამაშო პრაქტიკას მოკლებულნი არიან.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა რუბინელმა საბა კვირკველიამ.
* * *
სამხრეთაფრიკული "მოროკა სვოლოვსის" წევრმა გიორგი ნერგაძემ ლიდერ "კაიზერ ჩიფსთან" საშინაო დაპირისპირებაში ანგარიში გახსნა, მაგრამ უფრო ძლიერმა მეტოქემ მაინც იძალა და 3:1 გაიმარჯვა.
* * *
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის "ინტერმა" გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" 5:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ტრავმით გამოწვეული რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "ინტერს" გიორგი ადამია დაუბრუნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"