ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ქართველი ლეგიონერი ლევან ყენია 22 აპრილს, უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურში გატანილი გოლით გამოირჩა.

სამწუხაროდ, ყენიას გოლმა ლვოველებს ვერ უშველა - "კარპატი" სტუმრად კიევის "არსენალთან" 1:4 დამარცხდა.

მატჩის 77-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ყენიამ ძელიდან ასხლეტილ ბურთს პირველმა მიუსწრო და კარში თავით გადაგზავნა. ეს  უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის მესამე გოლია.

აღსანიშნავია, რომ ყენია თავის გუნდში კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

VideoSportall.Ge
22.03.2014. ლევან ყენიას გოლი კიევის არსენალის კარში


ასევე იხილეთ:
ლევან ყენია: პენალტის შესრულების
უფლებას მწვრთნელი არ მაძლევს

ლევან ყენიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
"კარპატელი მესი" - ლევან ყენიას ლამაზი თამაში "ჩერნომორეცთან" [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული