ლატვიაში მოთამაშე თორნიკე თარხნიშვილს უკრაინული "ზარია" დაზვერავს

AutoSharing Option
27 აპრილს ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩია - ერთმანეთს "სკონტო" და "ვენტსპილსი" დაუპირისპირდებიან.

როგორც შევიტყვეთ, ამ შეხვედრაზე დასასწრებად უკრაინული "ზარიას" სკაუტები ჩავლენ, რომელთა თვალთახედვის არეშიც "ვენტსპილსის" 22 წლის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილია მოქცეული.

თარხნიშვილმა "ვენტსპილსს" მიმდინარე წლის დასაწყისში ბოლნისის "სიონიდან" მიაშურა და მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ლატვიის ვირსლიგის დაწყებიდან ოთხი ტურია გასული და თარხნიშვილის აქტივში 4 მატჩში გატანილი 2 გოლია.

იმედია, მომავალ სეზონს იგი უკრაინაში დაიწყებს. შეგახსენებთ, "ზარიას" ღირსებას ჯაბა ლიპარტია იცავს.

ლუგანსკური კლუბი უკრაინულ პრემიერლიგაში დღეისთვის მე-10 ადგილზეა, არც
ევროთასებზე მოხვედრის შანსი აქვს და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე თარხნიშვილი ლატვიური "ვენტსპილსის" ფეხბურთელი გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული