ალექსანდრე ამისულაშვილს პრემიერლიგაში დასარჩენად დიდი ბრძოლა მოუწევს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში "კრილია სოვეტოვი", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ამისულაშვილი იცავს, "ვოლგას" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

სამარელთა ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა, "ვოლგას" შემადგენლობაში კი გია გრიგალავა კვლავ არ გამოჩენილა.

"კრილია" საპლეიოფო ზონაშია, "ვოლგას" კი მასზე ერთი ქულით მეტი აქვს. ასე რომ, პრემიერლიგაში დასარჩენად ორივე კლუბს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" "ზანდჰაუზენთან" გასვლითი მატჩი 1:0 მოიგო, ოღონდ კვლავ ქართველების გარეშე ითამაშა -

ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი გუნდის 18-კაციან განაცხადში კვლავ არ გამოჩენილან.

"ბოხუმისთვის", რომელიც მეორე ბუნდესლიგაში
დასარჩენად იბრძვის, ეს მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული